ახალი პროექტის პრეზენტაცია და შეხვედრა FEA – ის წარმომადგენლებთან.

უ.ს. „განათლების აკადემია“ ზრუნავს არამარტო სტუდენტების, არამედ მოსწავლეების  (მომავალი აბიტურიენტების) ცნობიერების ამაღლებაზე, სწორი ხედვის ჩამოყალიბებასა და სამოქალაქო განათლებაზე.  ამ მიზნით გაფორმდა მემორანდუმი არაერთ საჯარო თუ კერძო სკოლასთან. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ დაესწრონ საჯარო ლექციებს, დააკვირდნენ სტუდენტების მუშაობას ლაბორატორიებში, ისარგებლონ მდიდარი ბიბლიოთეკით, მიიღონ ინფორმაცია ევროპული საგანმანათლებლო სისტემის, სწავლისა და სწავლების უახლესი მეთოდების შესახებ. ყველა ღონისძიება კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით ხორციელდება. ამჯერად, „განათლების აკადემიამ“ ახალგაზრდულ ორგანიზაცია „თავისუფალი განათლების აკადემიასთან“ – FEA ერთად დაგეგმა  საინტერესო პროექტი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს დებატების, დისკუსიის, საჯაროდ გამოსვლის კულტურას, დასკვნის უნარს. სწორედ აღნიშნულ პროექტზე სასაუბროდ უნივერსიტეტის სტუდენტობას შეხვდა  FEA  – ის წარმომადგენელი, ბატონი ბექარ გვაზავა. ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მიზანი მომავალი აბიტურიენტების სტუდენტურ გარემოსთან დაახლოებაც არის, ამიტომ, გადაწყდა, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წამომადგენლებთან ერთად პროექტში ჩაერთვება „განათლების აკადემიის“ რამდენიმე აქტიური სტუდენტი (ღანეშაშვილი ზულფია, შენგელია ნანი, ბიწაძე ეკა, კეკელიძე სოფიო, ციციშვილი გიგა, თეჯოიანი ირაკლი, გოგილაშვილი ნატო და სხვ.).

dav

dav

dav

dav

dav

dav

dav

dav