დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!

პატივცემულო სტუდენტებო!
“განათლების აკადემიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაცნობებთ, რომ
❗️ “ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი” საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და საქალაქო სასამართლოსთან თანამშრომლობით სტუდენტისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაში, ეს პროექტი გახლავთ სტაჟირების კომბინირებული და შევსებული ვარიანტი.
❗️ ვინაიდან საუნივერსიტეტო სწავლების პირობებში, სტუდენტები ძირითადად მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებენ, ჩვენი მიზანია მათ შევთავაზოთ სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი.
პროექტი მოიცავს:
★ სისხლის სამართლის თეორიულ და პრაქტიკული კურსებს.
★ იმიტირებული ნაფიცი მსაჯულების პროცესებს, რომელიც ჩატარდება საქალაქო სასამართლოში – სტაჟიორები თავად გახდებიან მოსამართლეები, პროკურორები ადვოკატები თუ გამომძიებლები.
★-სასამართლო მონიტორინგს-მონიტორიგნის ფარგლებში სტაჟიორები განახორციელებენ რეალური პროცესების ანალიზს.
★ იმიტირებული შემთხვევის ადგილს, გამოძიების დეტალების განხილვას , ოქმების შედგენის სპეციფიკასა და გამოძიების პრაქტიკული თავისებურებების შესწავლას.
★ვიზიტსა და ტრეინინგს საქართველოს მთვარ პროკურატურაში, უამრავი სტუდენტისთვის საინტერესო და სასურველ ადგილას, სადაც დარწმუნდებით, რომ ცოდნისა და შრომის შემთხვევაში, დასახული მიზნები რეალური ხდება.
★ პატიმართა იმიტირებული შეწყალების სხოდმას.
★-აღკვეთი და წინასასამართლო სხდომის იმიტირებებს.
★ შეხვედრებს მოქმედ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, პროკურორებთან და ა.შ.
★ ჩვენი სუპერპოპულარული ტრენინგები, რომელიც მოიცავს უამრავს თემას როგორიცაა: სერიული მკვლელები, ოჯახური ძალადობა, არასრულწლოვანთა მართმსაჯულება და ა.შ.
❗️ ჩვენთან გავლილი სტაჟირება სტუდენტებს ჩაეთვლებათ სამუშაო გამოცდილებაში და სტაჟირების ბოლოს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.
🔺 პროგრამაში მონაწილეობის საფასურია თვეში 75 ლარი.
სტაჟირების დრო მორგებული იქნება სტაჟიორის გრაფიკთან (კვირაში 2 დღე)
სტაჟირების ხანგძლივობაა 5 თვე
რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაცია : http://goo.gl/BQpu2M
საკონტაქტო ინფორმაცია:
555 42 62 98 (ქრისტინე)
596 19 89 89(ნინუცა)

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი.
 
“განათლების აკადემიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური