დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე – 21 მარტი!

უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.

დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ;
დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში;
დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში.
დაუნის სინდრომის მქონე   ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში”.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მეშვიდე წელია აღინიშნება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  2012 წლის 21 მარტს გაეროს შტაბ ბინაში ნიუ იორკში გამართა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ჩვენი მომავლის შენება”.

ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.