თანამშრომლობის გაღრმავება პრაღის სახელმწიფო-სამეფო უნივერსიტეტთან

უ.ს. „განათლების აკადემიას” მორიგი სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტის წარმომადგენლები. პროფესორებმა: ზდენკა პრაჟაკოვამ და ვერა ჰოფმანოვამ გამართეს შეხვედრები „განათლების აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, სტუდენტებთან. საუბრები შეეხო ევროპულ (ჩეხურ) საგანმანათლებლო სისტემას, მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს,  უ.ს. „განათლების აკადემია“ – სა და  ზემოაღნიშნულ ისტიტუტს შორის 2016 წელს დადებულ მემორანდუმში გაწერილი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოუცხადა სრული ნდობა უ.ს. “განათლების აკადემიის” პროფესორს, ბატონ გოჩა ოჩიგავას (ჩეხი კოლეგების ვიზიტის ორგანიზატორს) და მიანიჭა მას უფლება ოფიციალურად წარმოადგინოს ამავე უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტი საქართველოში. ამ სტატუსით ბატონი გოჩას მთავარი ამოცანა იქნება დაინტერესებულ პირებს (სტუდენტები, აბიტურიენტები) მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ (ჩეხურ) საგანმანათლებლო სისტემაზე, სწავლასა და სწავლებაზე Charles University – ში. ორგანიზება გაუწიოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტის – The Institute for Language and Preparatory Studies, Charles University ეგიდით გაიმართება. განსაკუთრებული შეღავათები დაწესდება “განათლების აკადემიის” სტუდენტებსა და იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც არჩევანს ჩვენს უმაღლეს საწავლებელზე გააკეთებენ.

უ.ს. “განათლების აკადემიის” ადმინისტრაცია

preloader
7i7979
dav
dav
dav
dav
dav
r679699
dav
dav
dav
dav
dav
dav