თანამშრომლობის გაღრმავება თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებთან

თურქულ საუნივერსიტეტო სივრცეში უ.ს. „განათლების აკადემიის“ შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2018 წლის 4 მაისს თურქ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა პროფესორი გოჩა ოჩიგავა, ხოლო მთავარი მასპინძელი გახლდათ Nevshehir Haci Bektah – ის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კაბადოკია).  მხარეები შეთანხმდენენ თანამშრომლობის ფორმებზე და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები მჭიდრო ურთიერთობის დამყარების კონკრეტულ გზებზე. Nevshehir Haci Bektah – ის  უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ფატმა კარიპჯინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ უ.ს. „განათლების აკადემიის“ დიპლომი თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ არის აღიარებული. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები. მათ შორის: განათლების, ტურიზმის, არქიტექტურისა და ინჟინერიის, თეოლოგიის, კომპიუტერინგის, ეკონიმიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტების დეკანები.  საუბარი შეეხო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროექტებს, „განათლების აკადემიის“ სამეცნიერო გამოცემებში თურქი პროფესორების ჩართულობას, ქართველი სტუდენტებისათვის ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის ბაზაზე მოკლევადიან საგანმანათლებლო – პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობას, ასევე, ორივე მხარის მიერ გაცემული დიპლომის აღიარების სამართლებრივ საკითხებს. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ტექსის შეთანხმებაც. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა უ.ს. „განათლების აკადემიის“ სამართლისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის თურქი სტუდენტი –  ერდემ ერგინი, რომელმაც თურქ პროფესორებს მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში სწავლებისა და სწავლის შესახებ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ქართულ მხარეს შესაძლებლობა მიეცა გასაუბრებოდა საქართველოში ბიზნენსის წარმოებით, თურქი სტუდენტების თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სწავლებითა და თურქი მოქალაქეების სამართლებრივი მომსახურების საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

დაიგეგმა თურქული მხარის უ.ს.  „განათლების აკადემიაში“ ვიზიტიც, რომელიც  2018 წლის ბოლოს შედგება.

მადლობას ვუხდით თურქულ მხარეს ნაყოფიერი შეხვედრების ორგანიზებისა და სამაგალითო მასპინძლობისთვის.

უ.ს. „განათლების აკადემიის ადმინისტრაცია

preloader
5467568
7895780
tyuiyuo
tyuieyuei
ghjghkk