2018 წლის აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება დღეს!

5 მარტიდან 15:00 საათზე დაიწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ. აბიტურიენტთარეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ.
30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლოპროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.
“აბიტურიენტებმა ჯერ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სრულად და შემდეგ უნდა აირჩიონ საგამოცდო ქალაქი. ისინი რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საგამოცდო ქალაქსვერ შეცვლიან, მაგრამ შეუძლიათ ცვლილებები განახორციელონ სასწავლებლების ჩამონათვალში, საგამოცდო ენის კუთხითაც და ასევე არჩეული საგნების კუთხითაც შეიტანონ ცვლილებები. (იგულისხმება არჩევითი საგნები).
“რეგისტრაციის მეორე ეტაპი გასტანს 15 მაისამდე.
15 მაისის შემდეგ აბიტურიენტებს არ ექნებათ შესაძლებლობა შეცვალონ გამოცდის ენა.
“რეგისტრაციის მესამე ეტაპი გასტანს სავარაუდოდ 15 აგვისტომდე.