უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემია“ ქ. დუბაიში საგანმანათლებლო საერთაშორისო გამოფენაზე!

2017 წლის 13-15 აპრილი არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი.

საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველოდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით „Study in Georgia“  მონაწილეობდა 8 უნივერსიტეტი.

განათლების აკადემიის მიერ შეთავაზებულმა პროგრამებმა და პროექტმა “Study in Georgia” დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი „განათლების აკადემიის“ საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.

სტუმრებს განათლების აკადემიამ წარუდგინა მოქმედი პროგრამები. გააფორმა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, აწარმოა მოლაპარაკებები ინდოეთის, ომანის, კატარის, ქ. დუბაის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უნივერსიტეტებთან და ასევე საშუამავლო სააგენტოების ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია „განათლების აკადემიის“ ხელმძღვანელობის ვიზიტები ექსკლუზიური ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კონკრეტულად პროექტის ორგანიზატორებს, პროექტში ჩართვისათვის და მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის.

„განათლების აკადემია“ მომავალშიც მზად არის მრავალჯერადი მონაწილეობა მიიღოს ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებზე.