სტუდენტური თვითმართველობა

 

სტუდენტური    საქმიანობის   დებულება

თ ა ვ ი   I

ზოგადი დებულებანი 

მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო 

  • წინამდებარე სტუდენტური საქმიანობის დებულება (შემდგომში დებულება) აწესრიგებს შპს უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემია“ (შემდგომში „აკადემია“) სტუდენტის სტატუსის მოპოვების,საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების, უფლება-მოვალეობების, სტუდენტის სტატუსის აღდგენის, შეწყვეტის, შეჩერების, მობილობის და ასევე აკადემიასა და სტუდენტს შორის სხვა ურთიერთობებს.

 

მუხლი 2.  სტუდენტი და სტუდენტის სტატუსი  

2.1.აკადემიის  სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და აკადემიის დებულებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს აკადემიაში (წესების და დებულების დაცვით) ბაკალავრისა/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

მუხლი 3.  სტუდენტის უფლება

  • აკადემიის სტუდენტს უფლება აქვს:
    • მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი უმაღლესი განათლება;
    • მიიღოს აკადემიის ადმინისტრაციისაგან ინფორმაცია და განმარტება თავისი უფლებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიის სხვა რესურსების შესახებ;
    • მონაწილეობა მიიღოს აკადემიის საქმიანობაში;
    • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის შესახებ;
    • აკადემიის დებულებით, შინაგანაწესით, წინამდებარე სტუდენტრი დებულებით და სხვა დადგენილი წესებით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
    • საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნას სტუდენტურ თვითმართველობაში;
    • თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში საკუთარი ინტერესების შესაბამისად;
    • მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
    • მონაწილეობა მიიღოს აკადემიის სწავლების, მომსახურების, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებასა და დახვეწაში, პროფესორ-მასწავლებლების და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებაში კითხვარის შევსების მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ მისთვის გაწეული მომსახურების შეფასება;

ბ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიაში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება;

  • ზოგად საზოგადოებრივი ეთიკური ნორმების დაცვით თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებულად უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის დებულების შესაბამისად სახელმწიფოსგან, აკადემიისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება და სხვა სახის შეღავათები;
  • აირჩიოს სასწავლო პროგრამა შემდგომი სწავლისათვის და კვალიფიკაციის მოსაპოვებლად;
  • ისარგებლოს შიდა მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძოს ამავე სასწავლებლის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • დადგენილ ვადაში აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამის არჩევითი კომპონენტები, ან მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს პროფესორ-მასწავლებელების დამატებითი კონსულტაცია სასწავლო დისციპლინის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების მომზადების შესახებ (პრეზენტაცია, რეფერატი, პროექტი და სხვა);
  • მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;
  • მოითხოვოს აკადემიის აკადემიური საქმიანობის შეფასების (მოსწრების) შესახებ  და სხვა ინფორმაცია, ცნობა და აღნიშნული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) სამი სამუშაო დღის ვადაში მოითხოვოს მისი აკადემიური მოსწრების და კრედიტების დაგროვების შესახებ ცნობა – ნიშნების ფურცელი;

ბ) სამი სამუშაო დღის განმავლობაში მოითხოვოს სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

  • ისარგებლოს მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
  • მიმართოს აკადემიას განცხადებით, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების, მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან და სტუდენტის სხვა უფლება-მოვალეობებისგან გათავისუფლების თაობაზე განცხადებაში მითითებული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა;
  • დაქირავებულ იქნას და იმუშაოს აკადემიაში დამხმარე პერსონალის თანამდებობაზე იმ პირობით და ფორმით, რომელითაც შეძლებს სტუდენტის ვალდებულებების და მოვალეობების დაუბრკოლებლად შესრულებას;
  • განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;
  • დაუშვებელია სტუდენტების აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, თუ იგი არ ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან არ არის მიმართული ამ დებულებით დადგენილი აკადემიის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.
  • შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის შესაბამისი აუცილებელი პირობების შექმნა, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა პირობების დადგენაში.
  • სტუდენტს უფლება არ აქვს:
    • აკადემიის ფარგლებში ჩამოაყალიბოს პოლიტიკური ორგანიზაცია ან მისი ქვედანაყოფი, ან აგიტაცია გაუწიოს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას ან მის ქვედანაყოფს.
    • ფიზიკური, ეთნიკური, რეგილიური, პოლიტიკური ან/და რასობრივი დისკრიმინაციის თვალსაზრისით შეურაწყოფა მიაყენოს სხვა სტუდენტს, აკადემიის თანამშრომელს ან პროფესორ-მასწავლებელს.
    • გამოიყენოს აკადემიის სახელი, ისე რომ მისი გამოყენება არ აზიანებდეს აკადემიის  რეპუტაციას და იმიჯს.
    • გადასცეს მისი უფლებები და ვალდებულებები მესამე პირებს.

მუხლი 4. სტუდენტის ვალდებულება და მოვალეობა

  • აკადემიის სტუდენტი ვალდებულია:
    • დაიცვას აკადემიის დებულებით, სტუდენტური დებულებით და აკადემიური დებულებით განსაზღვრული წესები და ნორმები;
    • დაიცვას საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები და აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის სასწავლო დისციპლინა, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია ან/და რომლის სწავლება სავალდებულოა;
    • შეასრულოს აკადემიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
    • სწავლის საფასური გადაიხადოს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ან ფინანსური დეპარტამენტის მიერ გაწერილი ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის მკაცრი დაცვით;
    • დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები, და აგრეთვე დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმები;
    • აკადემიაში სასწავლო დისციპლინების რეგისტრაციის დადგენილი წესის შესაბამისად ყოველ სემესტრულად გააკეთოს, შეცვალოს ან/და გააუქმოს რეგისტრაცია საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებზე.
    • არ გასცეს აკადემიის შესახებ კონფიდენციალური (არა საჯარო) ინფორმაცია მესამე პირზე, თუ სტუდენტი ასევე წარმოადგენს აკადემიის დამხმარე პერსონალს;
    • დაუყოვნებლად აცნობოს აკადემიის შესაბამის დეკანატის ან სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენელს პირად ბარათში მოცემული მისამართის, საკონტაქტო და პირადი ინფორმაციის ცვლილებების შესახებ;
    • გაუფრთხილდეს აკადემიის საბიბლიოთეკო რესურსს,  გამოტანილი სახელმძღვანელო მასალა თუ წიგნი დააბრუნოს ბიბლიოთეკაში განსაზღვრულ ვადაში იმავე სახით, რა სახითაც გადაეცა მას გამოტანისას;
    • გაუფრთხილდეს აკადემიის მატერიალურ რესურსსა და ინვენტარს, განზრახ არ დააზიანოს ისინი და არ განახორციელოს იმგვარი ქმედება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს აკადემიის მატერიალური რესურსისა და ინვენტარის დაზიანებას;
    • დაესწროს სასწავლო დისციპლინის სილაბუსით და განრიგით გათვალისწინებულ ლექციებს;
    • გამოცხადედეს სასწავლო განრიგით გათვალისწინებულ ლექციაზე;
    • ლექტორის მიერ განსაზღვრულ ვადაში ჩააბაროს ტესტი, საგამოცდო ნამუშევარი, რეფერატი, პროექტი თუ სხვა სასწავლო დისციპლინის სილაბუსით მოთხოვნილი დავალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფესორ-მასწავლებელს უფლება აქვს არ ჩაიბაროს სტუდენტის ნამუშევარი შესაფასებლად;

თავი II

სტუდენტის სტატუსის მოპოვება, მობილობა, შეჩერება, აღდგენა, შეწყვეტა და აკადემიასა  და სტუდენტს შორის სხვა ურთიერთობები

მუხლი 5. სტუდენტის სტატუსის მოპოვება

  • სტუდენტის სტატუსის მოპოვების წინაპირობა:
    • უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვების წინაპირობას წარმოადგენს:

ა) პირს აქვს სრული ზოგადი განათლება და მისი დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);

ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება;

  • აკადემიაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრის კვალიფიკაციის) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვება ხორციელდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით განსაზღვრული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგების საფუძველზე., .
  • სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული სტუდენტის პირადი ბარათი, რომელიც ელექტრონული ფორმატით ხელმისაწვდომია აკადემიის ვებ-გვერდზე ან შევსებული უნდა იქნას სხვა დოკუმენტების წარმოდგენისას აკადემიაში;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისათვის);
  • 2 ფოტოსურათი ¾ და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • აკადემიაში შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირმა:
    • აკადემიაში უნდა გაიროს პირველადი რეგისტრაცია და შეავსოს სტუდენტის პირადი ბარათი;
    • აკადემიაში შესაბამის დეკანატში ან/და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში უნდა წარმოადგინოს წინამდებარე დებულებით და კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები;
    • აკადემიასთან უნდა გააფორმოს  ხელშეკრულება.
  • აკადემიაში ჩარიცხვა ხდება ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტის აკადემიაში პირველადი რეგისტრაციის და ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე,  სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
  • აკადემიაში შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, რომელიც არ გაივლის პირველად რეგისტრაციას ვერ მოიპოვებს სასწავლო აკადემიის სტუდენტის სტატუსს.

 

მუხლი 6. სტუდენტების მობილობა

  • აკადემიაში სტუდენტთა მობილობა ხორციელდება საქართველოში განათლების სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და აკადემიის სამართლებრივი აქტების მეშვეობით.

 

6.1.1   სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს მობილობის პროცესის ადმინისტრირებას;

  • აკადემიაში სტუდენტთა მობილობა ხორციელდება ერთი საფეხურის ფარგლებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  • სტუდენტების მობილობა შეიძლება განხორციელდეს როგორც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, აგრეთვე აკადემიის შიგნით ფაკულტეტებსა და პროგრამებს შორის (შიდა მობილობა).

6.3.1    შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში და შიდა მობილობის პროცესი სრულდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე ორი დღით ადრე.

  • აკადემიაში მობილობის განხორციელება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • აკადემია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად აწვდის სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების რაოდენობას ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.

6.5.1 მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. და სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი, ან შეჩერებული აქვს დაწესებულების სტუდენტის სტატუსი, ასევე პირს, რომელმაც წარამტებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს, ვინაიდან დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.

6.5.2. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო,რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, თუ დაწესებულება ლიკვიდირებული იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია,  ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანრგძლივობის მიუხედავად.

  • სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ მოწოდებულ აკადემიაში მობილობის წესით ჩასარიცხი კანდიდატებისათვის შესაძლებელია დაინიშნოს გასაუბრება კომისიასთან.
  • მობილობის წესით ჩასარიცხმა კანდიდატებმა აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ან შესაბამის დეკანატში უნდა წარმოადგინონ პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნიშნების ფურცელი, და აკადემიის მხრიდან დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდით დამტკიცებული სასწავლო დისციპლინების სილაბუსები.
  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად განიხილავს მობილობის წესით ჩასარიცხი კანდიდატის ნიშნების ფურცელს   (საჭიროების შემთხვევაში, პირველადი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდით დამოწმებულ სილაბუსებს,)   და ადგენს ECTS კრედიტების შესაბამისობას.
  • აკადემია წერილობით აცნობებს „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების სიას და წარუდგენს ჩარიცხვის ბრძანების პროექტს, რომლის საფუძველზე ცენტრი განაცხადებს თანხმობას ბრძანების პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვაზე.
    • ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ.
    • რექტორის ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება ცენტრში.
    • რეესტრის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.
  • მობილობის წესით,  სსიპ –„ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ თანხმობის შემდეგ ჩარიცხული სტუდენტი აკადემიაში  ჩირიცხება შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე და პირველადი რეგისტრაციის გავლის შემდეგ:

ა) ბრძანება პირველადი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

ბ) ნიშნების ფურცელი;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წინა კვალიფიკაციის – ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

ე) 2 ფოტოსურათი ¾  და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია

ვ) სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);

ზ) აკადემიის  შევსებული სტუდენტის ბარათი, რომელიც ელექტრონული ფორმატით ხელმისაწვდომია აკადემიის ვებ-გვერდზე ან შესაძლებელია შევსებული იქნას დოკუმნტების წარმოდგენისას;

  • სტუდენტს შეუძლია განახორციელოს შიდა მობილობა, ანუ გადავიდეს განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიის ფარგლებში ამ დებულებით დადგენილი წესის მიხედვით
  • შიდა მობილობის განხორციელების მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში.
  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად განიხილავს სტუდენტის მობილობის მოთხოვნას და მის ნიშნების და კრედიტების მონაცემებს ადგენს ECTS კრედიტების შესაბამისობას აკადემიური მართვის და სტუდენტური საქმიანობის დებულებების შესაბამისად, და მიიღებს გადაწყვეტილებას შიდა მობილობის შესახებ, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს რექტორი.

 

მუხლი 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და აღდგენა

  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
    • პირადი განცხადება;
    • აკადემიური შვებულების მოთხოვნა;
    • სემესტრული რეგისტრაციის გაუვლელობა;
    • ხანგრძლივი ავადმყოფობა;
    • ორსულობა (სტუდენტის მოთხოვნით);
    • ოჯახური მდგომარეობა;
    • საქართველოს საზღვრებს გარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
    • სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა (ფინანსური დავალიანება);
    • შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა (აკადემიური მოუსწრებლობა);
    • დისციპლინარული სანქცია ან მისი შეუსრულებლობა (აკადემიური და დისციპლინარული არაკეთილსინდისიერება, ზოგადსაზოგადოებრივი ეთიკის ნორმების დარღვევა)
    • სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
    • სტუდენტის მიერ აკადემიასთან კავშირის გაწყვეტა, შესაბამისი მიზეზების დადგენამდე;
    • სტუდენტის ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების მომენტიდან შემდგომ პერიოდში, აკადემია და სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერებული პირი სარგებლობს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის (გადასვლის) უფლებით.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან ხუთი წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან აღდგენა ხორციელდება აკადემიის რექტორის ბრაძანების მეშვეობით, შესაბამისი ფაკულტეტის ან/და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარდგინებით (რეკომენდაციით).
  • სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია (ხორციელდება) თუკი აღმოფხვრილი იქნება ის გარემოებები რაც გახდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.
  • სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტი სწავლას განაგრძობს იმ სასწავლო სემესტრიდან, რომელშიც მას შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.
  • სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში აკადემია უფლებამოსილია მოითხოვოს სტუდენტთან სასწავლო ხელშეკრულების პირობების გადახედვა.
  • იმ შემთხვევაში, თუ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა სტუდენტი მისთვის სტატუსის შეჩერების პერიოდში გაუქმებულია, ან შეცვლილია მისთვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის, სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს ყველაზე მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამით ან ისარგებლოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის (გადასვლის) უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
    • შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
    • პირადი განცხადება;
    • საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიზნების მიუღწევლობა პროგრამაზე სწავლის აკადემიის მიერ დადგენილ ვადებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    • საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა აკადემიური მოუსწრებლობის გამო, თუ სტუდენტი ზედიზედ სამჯერ ვერ ახერხებს სასწავლო დისციპლინის წარმატებით გავლას – დადებითი შეფასების მიღებას;
    • კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პირის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას;
    • აკადემიის წესდების, აკადემიის შინაგანაწესის, სტრუქტურულ ერთეულთა დებულებას და სხვა შიდა სამართლებრივ აქტების უხეში დარღვევა, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს აკადემიის, მის სტუდენტებს, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს.
    • გარდაცვალება.
  • აკადემია ვალდებულია პირისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხის დაყენების დროს აცნობოს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ, მოისმინოს მისი პოზიცია, მისცეს მას ახსნა-განმარტების წარმოდგენის საშუალება.
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ფორმდება აკადემიის რექტორის ბრძანებით.

8.3.1    სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული, სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან 12 (თორმეტი) თვის შემდეგ, დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.

8.3.2    სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონდმებლობით დადგენილი წესით.

  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ანთავისუფლების მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ურთიერთვალდებულებების შესრულებისგან.

 

  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. ხელშეკრულება აკადემიასა და სტუდენტს შორის

  • სტუდენტის სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა, სტუდენტის მიერ აკადემიასთან სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება;
  • ყოველი სემესტრის დაწყების წინ სემესტრული რეგისტრაციის გავლისას, რომელითაც ადასტურებს თავის სურვილს და მზადყოფნას შეისწავლოს მის მიერ შერჩეული სავალდებულო და არჩევითი სასწავლო დისციპლინები;
  • სტუდენტის მიერ ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის, წლის ან სემესტრის განმავლობაში დამატებითი სასწავლო დისციპლინებზე რეგისტრაციის ან სასწავლო დისციპლინის მეორედ შესწავლის (წლიური 60 ECTS კრედიტზე მეტის) მოთხოვნის შემთხვევაში, აკადემიასა  და სტუდენტს შორის შესაძლებელია გაფორმდეს სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულიბის დამატებითი შეთანხმება.
  • სტუდენტთან გაფორმებული სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ აუცილებელ რეკვიზტებს:

ა) აკადემიის  დასახელება და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

გ) უმაღლესი განათლების საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ჩარიცხულია სტუდენტი;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ან/და ECTS კრედიტის საფასური და სემესტრული გადასახადის გაანგარეშების და მისი დაფარვის წესი;

ე) მხარეთა ურთიერთმოვალეობები და პასუხისმგებლობა მათი შეუსრულებლობისათვის;

ვ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების, აღდგენის და შეწყვეტის პირობები, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით;

ზ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი და ვადა;

თ) მხარეთა ან მათი წარმომადგენლების ხელმოწერები;

ხელშეკრულებას ხელს აწერს აკადემიის რექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი ერთი მხრიდან და სრულწლოვანი სტუდენტი, ან არასრულწლოვანი სტუდენტი და მისი კანონიერი წარმომადგენელი – მეორე მხრიდან.

  • სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:
    • აკადემიის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სტუდენტთა სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულება აკადემიასა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირს შორის იდება ოთხი წლის ვადით, შემდგომში დამატებითი ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.
    • სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულებისა და მისი დამატებითი შეთანხმების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სტუდენტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება სტუდენტის პირად საქმეში.
  • სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულებისა და მისი სხვადასხვა სახის დამატებითი შეთანხმებების  ერთიანი ფორმები მტკიცდება აკადემიის რექტორის ბრძანებით.

მუხლი 10. სწავლის საფასური, გადახდის წესი და შეღავათები

  • აკადემიაში სწავლის საფასურს უმაღლესი განათლების საფეხურების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ადგენს აკადემიის რექტორი;
  • სწავლის საფასურის სემესტრული ოდენობა გადახდილი უნდა იქნას შესაბამისი სემესტრის დაწყებამდე სემესტრული რეგისტრაციის დროს გაფორმებული რეგისტრაციის შეთანხმების საფუძველზე;
  • სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, აკადემიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით;
  • წლიური სწავლის საფასური გაანგარიშებულია სტუდენტის საშუალო წლიური დატვირთვიდან გამომდინარე, რაც 60 ECTS კრედიტს შეადგენს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებისათვის. აკადემიის სტუდენტის მხრიდან ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული პროგრამის საფასური განისაზღვრება აკადემიასა და სტუდენტს შორის შეთანხმებით და ფორმდება წერილობით,
  • აკადემიის სტუდენტის მხრიდან წლის ან სემესტრის განმავლობაში დამატებითი სასწავლო დისციპლინებზე რეგისტრაციის მოთხოვნის ან სასწავლო დისციპლინის მეორედ შესწავლის შემთხვევებისათვის, აღნიშნული სასწავლო დისციპლინების შესწავლის დამატებითი საფასური განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით. აღნიშნულ შემთხვევაში, დამატებითი გადასახადის შესახებ სტუდენტსა და აკადემიას შორის შესაძლებელია დაიდოს სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება.
  • აკადემია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტისათვის სწავლის საფასურის გადახდის გადანაწილებაზე.
  • სწავლის საფასური გადანაწილების მოთხოვნით სემესტრული რეგისტრაციის პერიოდის განმავლობაში სპეციალიზირებული ფორმის შევსებით (რომლის მიღება შესაძლებელია დეკანატში) სტუდენტმა უნდა მიმართოს აკადემიის შესაბამისი ფაკულტეტს
  • სწავლის საფასურის ცვლილების პირობები და წესები განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით.

თავი III

სტუდენტთა რეგისტრაცია,  აკადემიური საქმიანობის

რეგულირება და შეფასება

მუხლი 11. პირველადი და სემესტრული რეგისტრაცია

  • აკადემიაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ,  სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად, პირმა სასწავლო აკადემიის შესაბამის ფაკულტეტზე ან/და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, სასწავლო აკადემიაში სწავლის პირველი სემესტრის დაწყებამდე, აკადემიის რექტორის ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია;
  • პირველადი რეგისტრაციის თარიღების შესახებ ინფორმაციას აკადემია ატყობინებს ჩარიცხვის უფლების მქონე პირს შესაბამისი განცხადების განთავსებით აკადემიის ვებ-გვერდზე ან ტელეფონის/ელექტრონული ფოსტით (თუ ასეთი ინფორმაცია პირის შესახებ ხელმისაწვდომია აკადემიისათვის).
  • პირველადი რეგისტრაციის პერიოდის დაწყებამდე აკადემია უფლებამოსილია დანიშნოს საორიენტაციო შეხვედრა, რომლის შესახებ ინფორმაციას აკადემია ანთავსებს საკუთარ ვებ-გვერდზე.
  • პირველადი რეგისტრაციისას:
    • საგანმანათლებლო პროგრამის ჩარიცხვის უფლების მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები და გააფორმონ სასწავლო ჩარჩო ხელშეკრულება აკადემიასთან:

ა) შევსებული სტუდენტის  პირადი ბარათი, რომელიც ელექტრონული ფორმატით ხელმისაწვდომია აკადემიის ვებ-გვერდზე ან შესაძლებელია შევსებული იქნას დოკუმენტების წარმოდგენისას;

ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი;

დ) სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისათვის);

ე) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სერტიფიკატი;

ვ) 2 ფოტოსურათი ¾ და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;

  • სემსტრული რეგისტრაციის პროცესი:
    • სემესტრული რეგისტრაცია გამოცხადება ხორციელდება ყოველი სემესტრის დაწყებამდე რექტორის ბრძანების გამოცემით.
    • რეგისტრაციის დაწყება უნდა განხორციელდეს სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე და დასრულდეს სემესტრის დაწყებამდე 5 სამუშოა დღით ადრე.
    • სემესტრული რეგისტრაციის დაწყებისას აკადემიის ვებ-გვერდზე განთავსებული უნდა იქნას აკადემიის საგანმანათლო პროგრამების შესაბამისად სემესტრის განმავლობაში შემოთავაზებული შესასწავლი სასწავლო დისციპლინების ნუსხა და პირველადი განრიგი ფაკულტეტების, განათლების საფეხურების, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
    • სემესტრული რეგისტრაციის დაწყების შეტყობინება და სემესტრის განმავლობაში შემოთავაზებული შესასწავლი სასწავლო დისციპლინების ნუსხა და პირველადი განრიგი სტუდენტს ეგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
    • სემესტრული რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, თუ რომელიმე სასწავლო დისციპლინის კონკრეტულ ჯგუფში რეგისტრირებულია 8 სტუდენტზე ნაკლები აკადემიას უფლება აქვს გააქმოს სტუდენტების სემეტრული რეგისტრაცია აღნიშნულ სასწავლო დისციპლინაზე, და უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სხვა სასწავლო დისციპლინის შეთავაზება. ცვლილება უნდა გაფორმებული იქნას როგორც სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმებაში ცვლილების ფორმით.
    • სტუდენტი ვალდებულია სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე გაირაოს სემესტრული რეგისტრაცია და გააფორმოს სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმება.
    • სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმების გაფორმებამდე სტუდენტმა უნდა აირჩიოს სემესტრის განმავლობაში შესასწავლი სასწავლო დისციპლინები. სასწავლო დისციპლინების არჩევა სტუდენტს შეუძლია აკადემიის ვებ-გვერდის მეშვეობით ან ფაკულტეტის მენეჯერის დახმარებით. ვებ-გვერდის მეშვეობით არჩევის და რეგისტრაციის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმებას მოაწეროს ხელი და წარმოადგინოს ფაკულტეტის მენეჯერთან ან გამოცხადდეს აკადემიაში ფაკულტეტის მენეჯერთან რეგისტრაციის შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად არაუგვიანეს სემესტრული რეგისტრაციის დამთავრების დღისა.
    • სემესტრული რეგისტრაციისას შერჩეული შესასწავლი სასწავლო დისციპლინების, მათი რაოდენობის და ჯგუფის შეცვლა სტუდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს სემესტრული რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე თუ მას სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმებაზე არ აქვს მოწერილი ხელი. სტუდენტს შეუძლია სემესტრული რეგისტრაციის ცვლილების შეტანა აკადემიის ვებ-გვერდის მეშვეობით ასევე ფაკულტეტის მენეჯერის დახმარებით.
    • თუ სტუდენტს სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი, მაგრამ სემესტრული რეგისტრაციის ვადა დასრულებული არ არის, სემესტრული რეგისტრაციისას შერჩეული შესასწავლი სასწავლო დისციპლინების, მათი რაოდენობის და ჯგუფის შეცვლა სტუდენტს შეუძლია ერთხელ სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმებაში ცვლილების შეტანით მხოლოდ ფაკულტეტის მენეჯერის დახმარებით. სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმებაში ცვლილების შეტანისას ფორმდება რეგისტრაციის შეთანხმების ცვლილების ფორმა და სტუდენტი ვალდებულია რეგისტრაციის პერიოდის დასრულებამდე ხელი მოაწეროს მას.
    • სემეტსრული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს სემესტრის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სტუდენტს აქვს უფლება ერთხელ შეცვალოს სემესტრული რეგისტრაციისას შერჩეული შესასწავლი სასწავლო დისციპლინები, მათი რაოდენობა და ჯგუფი. სტუდენტს შეუძლია აღნიშნული ცვლილების შეტანა მხოლოდ ფაკულტეტის მენეჯერის დახმარებით. სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა ფორმდება რეგისტრაციის შეთანხმების ცვლილების ფორმით და სტუდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს აღნიშნულ ფორმას.
    • დაუშვებელია სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა სემესტრის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ.
    • სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 სამუშო დღის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია განახორციელოს სემესტრული რეგისტრაცია და გააფორმოს სემესტრული რეგისტრაციის შეთანხმება დაგვიანებული რეგიტრაციის რეჟიმში. აღნიშნულ შემთხვევაში აკადემიას უფლება აქვს დააწესოს და სტუდენტისგან მოითხოვოს დაგვიანებული რეგისტრაციის საფასური.

მუხლი 12. სტუდენტის აკადემიური საქმიანობის რეგულირება წესი და პირობები

  • სტუდენტს საპატიოდ ეთვლება სასწავლო დისციპლინის სილაბუსით და განრიგით გათვალისწინებული ლექციების საათობრივი რაოდენობის 20%-ის გაცდენა.
  • თუ სტუდენტს სემესტრის განმავლობაში გაცდენილი აქვს სასწავლო დისციპლინის ლექციების საათობრივი რაოდენობის 20%-ზე მეტი, მან უნდა წარმოადგინოს ცნობა, თუ რა მიზეზით გააცდინა ლექციები, წინააღმდეგ შემთხვევაში აკადემიას უფლება აქვს გააუქმოს სასწავლო დისციპლინაზე სტუდენტის სემესტრული რეგისტრაცია და სტუდენტი ვალდებულია აღნიშნული სასწავლო დისციპლინა შეისწავლოს თავიდან. წინამდებარე შემთხვევაში სტუდენტს არ დაუბრუნდება სასწავლო დისციპლინის შესწავლის საფასური.
  • დაუშვებელია სტუდენტის მიერ სასწავლო დისციპლინის სილაბუსით და განრიგით გათვალისწინებული ლექციების საათობრივი რაოდენობების 50%-ზე მეტის გაცდენა საპატიო და არასაპატიო მიზეზით. აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტს გაუქმდება სასწავლო დისციპლინაზე სემესტრული რეგისტრაცია და თუ გაცდენის მიზეზი საპატიოა მაშინ აღნიშნული სასწავლო დისციპლინის შესწავლის საფასური გადატანილი იქნება შემდეგი სემესტრისათვის.
  • სტუდენტს უფლება აქვს აღადგინოს სასწავლო დისციპლინის სილაბუსით გათვალისწინებული ტესტების/წერითი გამოკითხვების რაოდენობის მაქსიმუმ 20%, მათი გაცდენის შემთხვევაში. თუ სტუდენტს გაცდენილი აქვს სასწავლო დისციპლინის სილაბუსით გათვალისწინებული  ტესტების/წერითი გამოკითხვების 20%-ზე მეტი, მას შეუძლია აღადგინოს ისინი,  მათი გაცდენის საპატიო მიზეზის დადასტურების შემთხვევაში.
  • დამოუკიდებელი სამუშაოს აღდგენის და დაგვიანებით ჩაბარება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს სასწავლო დისციპლინის სილაბუსი.
  • შუალედური და საბოლოო გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა მიმართოს აკადემიურ მენეჯერს, წარმოადგინოს გაცდენის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი ცნობა და დეკანის სახელზე შეავსოს გაცდენილი გამოცდის აღდგენის მოთხოვნის ფორმა. გამოცდის აღდგენის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის დეკანი.
  • სასწავლო დისციპლინის სილაბუსით გათვალისწინებული ლექციის/გამოცდის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება – სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სამედიცინო დაწესებულებისაგან;

ბ) სამსახურეობრივი მივლინება – სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სამსახურიდან მივლინებაში ყოფნის თაობაზე;

გ) ოჯახური მდგომარეობა – სტუდენტმა წინასწარ უნდა წარმოადგინოს განცხადება, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება ლექციებს/ გამოცდას.

  • შუალედური და საბოლოო გამოცდების, ასევე ტესტებისა და წერითი გამოკითხვის შედეგები გამოცდის ჩატარებიდან 1 კვირაში პროფესორ-მასწავლებელი ვალდებულია სტუდენტს გააცნოს აღნიშნული გამოკითხვის შეფასება ლექციის პერიოდში გამოცხადების და აკადემიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
  • დამოუკიდებელი სამუშაოს – პროექტების, ქეისების, საშინაო დავალებების – შეფასების შედეგები გამოცხადებული და აკადემიის ვებ-გვერდზე განთავსება უზრუნველყოფილი უნდა იქნას პროფესორ მასწავლებლის მიერ დამოუკიდებელი სამუშაოს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 2 კვირაში;
  • სტუდენტს უფლება აქვს გაასაჩივროს შუალედური და დასკვნითი გამოცდის შეფასების შედეგები. შედეგების აკადემიის გაცნობიდან 2 დღის განმავლობაში. გასაჩივრების შემთხვევაში სტუდენტი ავსებს  ფაკულტეტის მენეჯერთან შეფასების გასაჩივრების განაცხადს. გასაჩივრების შემდეგ, 5 სამუშაო დღის განმავლობაში სტუდენტის ნამუშევარი განიხილება მოცემული სასწავლო დისციპლინის/დარგის ყველა პროფესორ-მასწავლებლის მიერ და ხელახლა ფასდება. აღნიშნული შეფასება საბოლოოა.
  • სწავლების ინდივიდუალური რეჟიმი გულისხმობს სტუდენტის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე გადაყვანას მისი მოთხოვნის საფუძველზე; სწავლების ინდივიდუალურ რეჟიმზე გადასვლის წინაპირობა შესაძლებელია წარმოადგენდეს:

ა) ბაკალავრის კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში სტუდენტების მსგავს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა;

ბ) სტუდენტების სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის განხორციელება;

გ) ოჯახური პირობების და/ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად თავის ნაკადიდან ჩამორჩენა;

დ) სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამის განსხვავება სტუდენტის მიერ სტუდენტის სტატუსის შეჩერებამდე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან.

ე) პირადი განცხადება.

  • სტუდენტის სწავლების ინდივიდუალურ რეჟიმზე გადასვლის საკითხს იხილავს აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად და მათ მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბრძანების პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება რექტორს.
  • სწავლების ინდივიდუალურ რეჟიმზე გადასვლისას სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო წლის განმავლობაში შეისწავლოს მაქსიმუმ 75 ECTS კრედიტების მოცულობის ის სასწავლო დისციპლინები, რომელთა წინაპირობები დადებითი შეფასებით აქვს გავლილი.
  • სტუდენტს სასწავლო წლის მანძილზე შეუძლია შეისწავლო მინიმუმ 40 ECTS კრედიტების მოცულობის და მაქსიმუმ 75 ECTS კრედიტების მოცულობის სასწავლო დისციპლინები.
  • ერთი და იგივე სასწავლო დისციპლინის შესწავლისას, სტუდენტის მიერ ზედიზედ სამჯერ უარყოფითი საბოლოო შეფასების მიღების შემთხვევაში, სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.
  • აკადემია ახორციელებს სტუდენტის აკადემიური საქმიანობის შეფასების ყოველ სემესტრული და ჯამური რეიტინგების წარმოებას, სასწავლო დიციპლინების შესწავლისას მიღებული საბოლოო შეფასების საშუალო შეფასების გამოყვანის მეშვეობით.

მუხლი 13.  სტუდენტის აკადემიური საქმიანობის შეფასაბის სისტემა, რეგულირება და ფორმები

  • აკადემიაში  სტუდენტების აკადემიური საქმიანობა თითოეულ სასწავლო დისციპლინაში ფასდება შემდეგი სისტემით:
ფრიადი A (91-ზე მეტი) დადებითი შეფასება
ძალიან კარგი B (81 – 90) დადებითი შეფასება
კარგი C (71 – 80) დადებითი შეფასება
დამაკმაყოფილებელი D (61 – 70) დადებითი შეფასება
საკმარისი E (51 – 60) დადებითი შეფასება
ვერ ჩააბარა FX (41-50) უარყოფითი შეფასება
ჩაიჭრა F (40% და ნაკლები) უარყოფითი შეფასება

ა) FX – ვერ ჩააბარა, სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

ბ) F – ჩაიჭრა, სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

  • აკადემიაში სასწავლო დისციპლინის მაქსიმალური შეფასება წარმოადგენს 100 ქულას.
  • თუ სტუდენტმა სასწავლო დისციპლინაში მიიღო შეფასება FX მაშინ მას ეძლევა უფლება, მეორედ ჩააბაროს დასკვნითი გამოცდა. დამატებითი დასკვნითი გამოცდა შეიძლება დაინიშნოს დასკვნითი გამოცდიდან არა ნაკლებ 10 დღის
  • თუ სტუდენტმა სასწავლო დისციპლინაში მიიღო შეფასება F, მან ხელმეორედ უნდა გაიაროს სასწავლო დისციპლინა და გადაიხადოს შესაბამისი სასწავლო დისციპლინის სწავლის საფასური.

13.5. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება  ეძლევა სტუდენტს, რომესაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულისა.

13.6.დამატებით გამოცდაზე გასვლის პირობები:

ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი.

 

მუხლი14. აკადემიური ხარისხის მინიჭება/ბათილობა და დიპლომის გაცემა

14.1.  ბაკალავრიატის   საფეხურის დასრულების შემდეგ  კურდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკადემიის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული– დიპლომი;

  • დიპლომის სახეებია:

დიპლომი ,,წარჩინებით”, _ ცოდნის (91 _ 100) %-ით შეფასების შემთხვევაში;

დიპლომი, ცოდნის _ (51 _ 90) %-ით შეფასების შემთხვევაში;

თავი IV

სტუდენტის ეთიკის კოდექსი

მუხლი 14. ეთიკის კოდექსის მოქმედების სფერო

  • სტუდენტის ეთიკის კოდექსი ადგენს სტუდენტის ზოგადი სახის და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების (აკადემიური) დროს მოქმედ ქცევის წესებს.

მუხლი 15. ზოგადი სახის ქცევის წესები და დისციპლინარული გადაცდომა

  • სტუდენტმა აკადემიაში სწავლის განმავლობაში უნდა დაიცვას საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ზოგადი წესები.
  • სტუდენტის არაეთიკურ ქცევად და დისციპლინარულ გადაცდომად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინარული დევნის წამოწყება, ჩაითვლება:
  • სასწავლო-საგანმანთლებლო პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა:

ა) დაუშვებელია ლექციაზე ხმაური;

ბ) მობილური ტელეფონით სარგებლობა, და მათი გამოყენება კალკულატორის ან/და სხვა დანიშნულებით;

გ) დერეფანში აურზაურის და ხმაურის მოწყობა სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის დროს;

დ) ლექციის ან/და გამოცდის განზრახ ჩაშლის მცდელობა ან ჩაშლა;

  • სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, აკადემიის შენობაში მოწევა;
  • აკადემიის ტერიტორიაზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანა, მიღება და გავრცელება;
  • აკადემიის ტერიტორიაზე აზარტული თამაშების თამაში;
  • აკადემიის ტერიტორიაზე პოლიტიკური და რელიგიური სააგიტაციო, სარეკლამო ფურცლებისა და პროკლამაციების შემოტანა და გავრცელება;
  • აკადემიის ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა;
  • აკადემიის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი, გაზის ან საფანტის იარაღით შემოსვლა.
  • თუ სტუდენტს აქვს იარაღის ტარების უფლება, აკადემიის ტერიტორიაზე იგი ვალდებულია ჩააბაროს იარაღი აკადემიის დაცვის სამსახურს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებამდე.
  • აკადემიის მატერიალური რესურსის, ინვენტარის და საბიბლიოთეკო რესურსის განზრახ დაზიანება ან იმგვარი ქმედების ჩადენა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იწვევს ზემოთაღნიშნული რესურსის დაზიანებას.
  • სტუდენტის მიერ აკადემიის სხვა სტუდენტისათვის, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისათვის, ან/და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება;
  • სტუდენტის მიერ აკადემიის სხვა სტუდენტის, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის, ან/და პროფესორ-მასწავლებლების შეურაცხყოფა რასის, რეგილიური მწამრსის, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით;
  • აკადემიის ტერიტორიის დანაგვიანება, შენობის იერსახის დამახინჯება, ნარგავების დაზიანება;
  • დისციპლინური ღონისძიებების გატარების უფლებამოსილი პირის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა.
  • ბილწსიტყვაობა.
  • აკადემიის სტუდენტი ვალდებულია, არ დაიგვიანოს ლექციებსა და სხვა სახის სასწავლო ღონისძიებებზე.
  • აკადემიის ყველა სტუდენტი ვალდებულია თან იქონიოს სტუდენტის მოწმობა.

მუხლი 16. აკადემიური საქმიანობისას სტუდენტის ქცევის წესები

16.1. აკადემიური საქმიანობის განხორციელებისას სტუდენტი ვალდებულია იმოქმედოს აკადემიური კეთილსინდისირების ფარგლებში, რაც გულისხმობს პლაგიატიზმის, გადაწერის, სხვისი ნამუშევრის არ გამოყენებას (ციტირების გარეშე) სტუდენტის აკადემიური საქმიანობიასას.

  • აკადემიური საქმიანობისას არაეთიკურ ქცევად და აკადემიურ არაკეთილსინდისიერებად ჩაითვლება:
  • წერითი გამოკითხვის/ტესტებისა და საგამოცდო საკითხების მოპარვის მცდელობა, მათი მოპარვა და გავრცელება;
  • სხვა სტუდენტზე, აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალზე, პროფესორ-მასწავლებელზე ზეწოლა წერითი ნამუშავრის, საგამოცდო საკითხებისა და ტესტების გამოძალვის მიზნით;
  • სასწავლო მასალების, რეფერატების, პროეტების, საკვალიფიკაციო ნაშრომების, ტესტების, გამოცდების და სხვა მასალის კომერციული მიზნებით გამოყენება;
  • სტუდენტის მიერ სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან გადაწერის მცდელობა წერითი გამოკითხვების – ტესტის, გამოცდის დროს, ან/და წერითი გამოკითხვის და გამოცდების დროს სხვა მასალების გამოყენება, რომელიც წინასწარ ნებადართული არ არის სასწავლო დისციპლინის პროფესორ-მასწავლებლის მიერ;
  • სხვა სტუდენტების ან/და პირების ნამუშევრების საკუთარ ნამუშევრებად წარმოჩენა.
  • სხვა სტუდენტებისათვის ხელის შეშლა სწავლასა და აკადემიური საქმიანობის პროცესში საჭირო რესურსების დამალვით, მოპარვით ან განადგურებით;
  • სხვა სტუდენტების აკადემიური არაკეთილსინდისიერი ქცევის შემთხვევაში ხელის შეწყობა და წახალისება;
  • აკადემიური კვალიფიკაციის საკვალიფიკაციო ნაშრომის ყიდვა;
  • პლაგიატი – სტუდენტის მიერ სხვისი ნამუშევრის – რეფერატის, პროექტის, საკვალიფიკაციო ნაშრომისა მითვისება და/ან ნაშრომში ციტირების წესების დაუცველობა – სხვისი სიტყვების, მოსაზრების მითვისება.
  • სიყალბე;
  • გამოცდის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება და/ან გავრცელება, და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება;
  • სხვა სტუდენტის ნამუშევრის მოპარვა, განადგურება, შეცვლა.
  • აკადემის მონაცემების, აკადემიური საქმიანობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტების (უწყისი, ნიშნების ფურცელი) გაყალბება.

მუხლი 17. სტუდენტის პასუხისმგებლობა, დისციპლინარული დევნა და სასჯელი

  • სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა შესაძლებელია აღიძრას მხოლოდ აკადემიის დებულების, წინამდებარე სტუდენტური დებულების და მასში შემავალი სტუდენტთა ეთიკის კოდექსით დადგენილი ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
  • სტუდენტის დისციპლინარული დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული.
  • სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელება არ უზღუდავს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, აკადემიის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.
  • სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას, ისარგებლოს დაცვის უფლებით, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და მისცეს აკადემიის ადმინისტრაციას ახსნა-განმარტებები.
  • ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინარული დევნის განხორციელების შესახებ არ შეიძლება ცნობილი გახდეს მესამე პირებისათვის დევნის დასრულებამდე და გადაწყვეილების გამოტანამდე, სტუდენტის თანხმობის გარეშე.
  • სტუდენტის მიმართ დისციპლინარულ დევნას ახორციელებს აკადემიის ადმინისტრაცია რექტორის დავალების საფუძვლზე. აკადემიის რექტორი ბრძანების გამოცემის საფუძველზე უფლებამოსილია შექმნას დისციპლინარული დევნის საკითხის გადამწყვეტი დამოუკიდებელი დროებითი კომისია:
  • დროებითი დამოუკიდებელ დისციპლინარული კომისიის შემადგენლობის შექმნის შემთხვევაში, მის შემადგენლობაში უდა შედიოდნენ:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

ბ) აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

გ) იმ ფაკულტეტის დეკანი, რომელზეც სწავლობს სტუდენტი;

დ) სტუდენტური თვითმართველობის თავჯდომარე ან მისი წარმომადგენელი;

ე) რექტორის მიერ აკადემიური პერსონალის ორი წარმომადგენელი.

  • დროებითი დამოუკიდებელ დისციპლინარული კომისია განიხილავს და გამომუშავებს გადაწყვეტილებას დისციპლინარულის დევნის და სასჯელის შესახებ, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება რექტორს.
  • დისციპლინარული დევნის და სასჯელის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებას აკადემიის რექტორი ამტკიცებს ბრძანებით.
  • დისციპლინარული დევნის განხორციელების საფუძველზე აკადემია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება:

ა) სტუდენტის მიმართ დისციპლინარული დევნის შეწყვეტის შესახებ;

ბ) სტუდენტისათვის გაფრთხილების მიცემის შესახებ;

გ) სტუდენტისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ (აღნიშნული წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის გადაცდომის შედეგად აკადემიას მიადგა მატერიალური ზიანი);

დ) სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერებისა და მისი სასწავლო პროცესიდან განსაზღვრული ვადით ჩამოშორების შესახებ;

ე) გადაცდომის ჩამდენისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ – განსაკუთრებით მძიმე გადაცდომის ჩადენისას ან გადაცდომის არაერთხელ ჩადენისას.

  • სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აკადემიის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
  • გადაწყვეტილება სტუდენტის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ შედის სტუდენტის პირად საქმეში.
  • აკადემიის სტუდენტის მიმართ ზოგადი სახის და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების (აკადემიური) დროს მოქმედი ქცევის წესებს დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული შეიძლება იყოს შემდეგი სახის დისციპლინარული სასჯელი(სანქცია):
  • სიტყვიერი შენიშვნა;
  • საყვედურის გამოცხადება;
  • სასტიკი საყვედურის გამოცხადება;
  • ფულადი ჯარიმის დაკისრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აკადემიას მიადგა საგრძნობი მატერიალური ზიანი;
  • სასწავლო დისციპლინის სემესტრული რეგისტრაციის გაუქმება;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
  • წინამდებარე სტუდენტური საქმიანობის დებულების და მასში შემავალი სტუდენტის ეთიკის კოდექსის დარღვევა, მითითებული ქმედებების სტუდენტის მიერ განხორცილების დადგენის შემთხვევაში დისციპლინარული სასჯელის სახით გამოიყენება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
  • წინამდებარე სტუდენტური საქმიანობის დებულების და მასში შემავალი სტუდენტის ეთიკის კოდექსის დარღვევა. ქმედებების სტუდენტის მიერ განხორცილების დადგენის შემთხვევაში სტუდენტს შიძლება შეუწყდეს ან შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი, ან გაუქმდეს სასწავლო დისციპლინის სემესტრული რეგისტრაცია და დაშვებული არ იქნას შესაბამისი სასწავლო დისციპლინის სემესტრის განმავლობაში შემდგომში დარჩენილ ლექციებზე.

მუხლი 18. სტუდენტის წახალისება

  • აკადემიამ უნდა წაახალისოს აკადემიის წინამდებარე სტუდენტური საქმიანობის დებულების, მასში შემავალი სტუდენტის ეთიკის კოდექსის წესების დაცვა და აკადემიური საქმიანობის მაღალი შეფასების მიღება.
  • აკადემიის მიერ გამოყენებული სტუდენტის წახალისების საშუალებებს წარმოადგენს:
  • მადლობის გამოცხადება;
  • ფულადი ჯილდოს ან ფასიანი საჩუქარის გადაცემა;
  • სტიპენდიის დანიშვნა;
  • სტუდენტის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს რექტორი და ამტკიცებს ბრძანებით ფაკულტეტის დეკანის, სტუდენტთა თვითმამრთველობის ან/და რექტორის ბრძანებით შექმნილი სტუდენტთა წახალისების დროებითი კომისიის წარდგენით.
  • რექტორის მიერ სტუდენტთა წახალისების დროებითი კომისიის შექმნის შემთხვევაში, მასში შედიან:
  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
  • აკადემიის ფაკულტეტის დეკანები;
  • აკადემიის თვითმართველობის თავჯდომარე ან მისი წარმომადგენელი;
  • აკადემიის აკადემიური პერსონალის სამი წარმომადგენელი

თავი V

სტუდენტური თვითმართველობა

მუხლი 19. სტუდენტური თვითმართველობა

  • აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა (შემდგომში სტუდენტური თვითმმართველობა) არის აკადემიის სტუდენტების მიერ, ‘’უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით არჩეული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო.
  • სტუდენტური თვითმმართველობა არის აკადემიის შემადგენლობაში შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის სისტემა, რომელიც კანონდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკადემიის ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად ახორციელებს მის უფლებამოსილებას, როგორც აკადემიის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სტუდენტური თვითმმართველობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
  • სტუდენტური თვითმმართველობის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 20. დასკვნითი დებულებანი

  • წინამდებარე დებულება წარმოადგენს აკადემიასა და სტუდენტს შორის გაფორმებულ შრომის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
  • წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება რექტორის ბრძანებით;