კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრი

დასაქმების ცენტრის დებულება

 

მუხლი 1.ზოგადი დებულებანი

1.1. უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ (შემდგომში სასწავლებელი)წინამდებარე დებულება არეგულირებს სასწავლებლის დასაქმების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) საქმიანობას;

1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სასწავლებლის წესდებით და წინამდებარე დებულებით;

1.3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასწავლებლის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, აგრეთვე, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს;

მუხლი 2. დასაქმების ცენტრის მიზანი

2.1. დასაქმების ცენტრის მიზანია უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის;

2.2. ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში;

2.3.უზრუნველყოს პარტნიორი და სხვა ორგანიზაციები მაღალკვალიფიციური კადრებით;

მუხლი 3. დასაქმების ცენტრის ფუნქციებია:

3.1. ისეთი ღონისძებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ სტუდენტებს რეზიუმეების სწორად შედგენისა და გასაუბრების უნარების გამომუშავებაში;

3.2. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების CV-ების ბაზის წარმოება;

3.3. სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

3.4. სტუდენტებისათვის შესაბამისი ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

3.5. დამსაქმებელთა სახით ახალი პარტნიორების მოძიება და მოთხოვნის შემთხვევაში არსებულ პატნიორთა მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;

3.6 დასაქმების ფორუმის პერიოდულად ორგანიზება და სხვა.

მუხლი4. ცენტრის სტრუქტურა

4.1ცენტრი არის სასწავლებლის სტრუქტურული ერთეული. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია სასწავლებლის რექტორის წინაშე.

4.2 ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის რექტორი.

4.3 ცენტრის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

ბ) გეგმავს და ასრულებს ძირითად სამუშაოებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში;

გ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს დასამების ფორუმს, ავრცელებს ინფორმაციას დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანტური ადგილების შესახებ და უზრუნველყოფს კურსადმთავრებულთა ინფორმირებულობას;

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;