სტუდენტური პორტალი

Lecture-medium-1024x671მომხსენებლები:

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს მთავარი პროკურატურა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი

თინათინ მახარაძე – საქართველოს მთავარი პროკურატურა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი

თემები:

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სპეციფიკა.

მტკიცებულებათა სახეები და მათი ერთობლიობის სტანდარტი სამოხელეო დანაშაულთან მიმართებაში.

უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის სამართლებლივი სტანდარტი და სტატისტიკა.


phycology5საუბრები თემაზე – “მშობლებისა და შვილების ურთიერთობის პრობლემები”.

სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უ.ს. “განათლების აკადემია” – ში სამართლისა და ჯანდაცვის ფაულტეტის სტუდენტებმა გამართეს პრეზენტაციები სახვადასხვა აქტუალურ თემაზე. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიური და ადმინსტრაციული პერსონალიც. პრეზენტაციების დასასრულს, სტუდენტებს შეხვდა ექიმი-ფსიქოთერაპევტი ზურაბ ქუთათელაძე, გაიმართა საუბრები თემაზე – “მშობლებისა და შვილების ურთიერთობის პრობლემები”.


V-gonisdzieba2

შემეცნებითი ექსკურსია 

2017 წლის 26 ოქტომბერს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია (კახეთის მიმართულებით). სტუდენტებმა დაათვალიერეს  მარტყოფის მონასტერი, ბოდბე, სიღნაღი. ახალგაზრდები დამოძღვრეს და დალოცეს მარტყოფის მონასტრის ბერებმა.


IV gonisdzieba

უცხოელი ექსპერტების მასტერ-კლასი!

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ წარმოჩენისა და უცხოელი სტუდენტების ქართული საგანმანათლებლო სივრცით უფრო მეტად დაინტერესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მოროგი ოფიციალური შეხვედრები და მასტერ-კლასი, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა გამართეს.  უ.ს. „განათლების აკადემიის“ სახელით  ღონისძიებებს დაესწრო სამართლის დოქტორი გოჩა ოჩიგავა.