მისია

უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ მისიაა მოამზადოს გლობალური დასაქმების ბაზრის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების, უნარ–ჩვევების, მაღალიმ ოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე მოქალაქე.

„განათლების აკადემია“ ხელს უწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ, კულტურულ და პიროვნულ ზრდას, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებას და სწავლის გაგრძელების საშუალებას, სტუდენტთა არჩევანის თავისუფლებას და აძლევს მათ შესაძლებლობას იქცნენ სწავლა-სწავლების პროცესის მთავარ სუბიექტად.

ღია კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაყრდნობით, „განათლების აკადემია“ მოწოდებულია განუვითაროს თითოეულ სტუდენტს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. ბოლონიის წევრი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების/კოლეჯების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების გზით, ხელი შეუწყოს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას.

უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემია“ წარმატებით აგრძელებს ქართული სახელმწიფოს ისტორიულ ტრადიციას, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ღია, ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების მშენებლობას.