რექტორის მისალმება

მოგესალმებით!

უმაღლესი სასწავლებელი “განათლების აკადემია” ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, მაგრამ ამ მცირე დროში ჩვენ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შენობა, კეთილმოწყობილი აუდიტორიები, მძლავრი კომპიუტერული კლასები და ლაბორატორიები. ჩვენ წინ მივდივართ და სამომავლოდ ბევრ სიახლეს გთავაზობთ.

სასწავლებელი გთავაზობთ თანამედროვე თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც თანამედროვე კონკურენტულ გარემოში შეძლებენ ადგილის დამკვიდრებას და თავისი სიტყვის თქმას.

ჩვენს სასწავლებელში არის მართვის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტები, სადაც ასწავლიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესორები და ლექტორები. ჩვენი სასწავლო გეგმები აგებულია თანამედროვე ევროპული სწავლების მეთოდებზე, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ჩვენთან გათანაბრებულია.

მზარდი კონკურენციის პირობებში, სასწავლებელის კურსდამთავრებულმა სწრაფად უნდა მოახდინოს გარემოსთან ადაპტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი სასწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ ისინი სტუდენტებში განავითარებენ მეცნიერების სხვადასხვა დარგებში ღრმა ცოდნას, გააღვიძებენ ინტელექტუალური განვითარებისადმი ინტერესს და გააღრმავებენ აზროვნებისა და ურთიერთობის უნარ-ჩვევებს.

თითოეული ჩვენგანი ყოველთვის მზადაა იმსჯელოს თქვენთან, თუ როგორ შეუძლია სასწავლებელს უკეთ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები და ინტერესები.

დიდი მადლობა მობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.