ლოჯისტიკისა და დაცვის სამსახური

ლოჯისტიკისა და დაცვის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები
1.1. უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ (შემდგომში – სასწავლებელი) წინამდებარე დებულება არეგულირებს სასწავლებლისლოჯისტიკისა და დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) საქმიანობას;
1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სასწავლებლის დებულებით და წინამდებარე დებულებით;
1.3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და რექტორის წინაშე;
1.4. სასწავლებელს ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება ემსახურებდეს კერძო დაცვის სამსახური.

თავი II. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
2.1. სამსახურის ძირითადი სფეროებია:
სასწავლებელში წესრიგის დაცვა, ქონების დაცვა, ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესყიდვები, მათი ეფექტური მართვის საფუძველზე, მოცემული სამსახური სასწავლებლის სტუდენტებსა და პერსონალს უქმნის სწავლის, სწავლების, შრომის და კვლევითი მუშაობის ნორმალურ პირობებს. უზრუნველყოფს სასწავლებლის ქონების მფლობელობის და სარგებლობის ოპტიმალურ რეჟიმს ანხორციელებს მატერიალურ ფასეულობათა მიღებას, აღრიცხვასა და მოვლა-პატრონობას მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით;
2.2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
• შესყიდვების განხორციელების ორგანიზაცია;
• ღონისძიებების შემუშავება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიმართულებით;
• შენობა-ნაგებობების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კომპიუტერული კაბინეტების თანამედროვე დონეზე მოწყობისათვის ზრუნვა;
• საყარაულო და სახანძრო დაცვის უზრუნველყოფა და ქონების დაცვა;
• ტექნიკური აღჭურვილობის, საკანცელარიო ნივთების, საოფისე ავეჯის და სხვა საჭირო ნივთების თუ პროდუქტების შესყიდვა და მომარაგება;
• მატერიალური რესურსების შენახვა-შეკეთება;
• სასწავლებლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
• სასწავლებლის ქონების, საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა;
2.3. სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს, განახორციელოს შემდეგი ფუნქციები:
• სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვის უზრუნველყოფა და ამ სამუშაოების ჩატარებაზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
• შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, მანქანა-დანადგარების, ლიფტების, ელ. ძალოვანი დანადგარების, განათების, გათბობის, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის, სავენტილაციო, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა სისტემების გამართულადფუნქციონირებაზე კონტროლი;
• ელექტროსისტემების, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის, საქვაბე მეურნეობის და სხვა სისტემების საქმიანობის აწყობა და კოორდინაცია;
• სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება: მასალებით, სამეურნეო და საკანცელარიო ინვენტარით;
• სასწავლებლისსასწავლო კორპუსების, დამხმარე შენობა-ნაგებობის, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა და დასუფთავება;
• სასწავლებლისდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სასწავლებლისტერიტორიაზე რეგისტრაციის ან სპეციალური საშვის გარეშე უცხო პირთა არდაშვება;
• წესრიგის დამრღვევთა მიმართ, სასწავლებლისშინაგანაწესით და დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებათა გატარება;
• სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, სასწავლებლისდებულებას და წინამდებარე დებულებას;

თავი III. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
3.1. სამსახური წარმოადგენსსასწავლებლისსტრუქტურულ რგოლს, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი;
3.2. სამსახურში მუშაობსსასახურის უფროსი და ორი თანამშრომელი.
3.3. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით რექტორი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა), მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი რექტორის დავალებით;
3.4. სამსახურის უფროსი:
• კოორდინაციას უწევს და წარმართავს სასწავლებლისლოჯისტიკისა და დაცვის საქმიანობას, პასუხისმგებელია ამ სასმახურის მუშაობის ეფექტურობაზე;
• ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
• წარუდგენს წინადადებებს რექტორს/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სამსახურის თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების საკითხებზე;
• წარუდგენს რექტორს/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შრომითი ხელშეკრულებით მოსაწვევი, სათანადო გამოცდილების მქონე კვალიფიციური სპეციალისტების კანდიდატურას;
• საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს და წარუდგენს დასამტკიცებლად სასწავლებლის რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• უზრუნველყოფს სამსახურის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სასწავლებლისადმინისტრაციასთანდა საჭიროებისამებრ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან;
• განიხილავს და ამტკიცებს სამსახურის გეგმებს, აჯამებს და შესაბამის შეფასებას აძლევს ამ სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას;
• საჭიროების შემთხვევაში ატარებს სამსახურეობრივ მოკვლევას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
• ახორციელებს ამ დებულებით, სასწავლებლისადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს;
• ხელმძღვანელობს სამსახურის თანამშრომლების საქმიანობს, კომპეტენციის ფარგლებში აძლევს მათ დავლებებს;
3.4.ლოჯისტიკისა და დაცვის სამსახურის თანამშრომელი
• სამსახურის თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის დირექტორის წარდგინებით რექტორი;
• ასრულებს სამსახურის დირექტორის სასწავლებლის რექტორის, და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის-დირექტორის დავალებებს;
• უზრუნველყოფს მატერიალური რესურსების შენახვა-შეკეთება;
• ახორციელებს სასწავლებლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
• უზრუნველყოფს სასწავლებლის ქონების, საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა;
• უზრუნველყოფს ელექტრო სისტემების, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის, საქვაბე მეურნეობის და სხვა სისტემების საქმიანობის აწყობასა და კოორდინაციას;
• უზრუნველყოფს სასწავლებლის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სასწავლებლის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ან სპეციალური საშვის გარეშე უცხო პირთა არდაშვება;
• ახორციელებს წესრიგის დამრღვევთა მიმართ, სასწავლებლის შინაგანაწესით და დებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარებას;

თავი IV. გარდამავალი დებულებები
მოცემულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დებულების II თავით გათვალისწინებული სასაშვო რეჟიმი ამოქმედდეს 2013-14 სასწავლო წლიდან.

თავი V. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;