ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტი

ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

  • დებულების მოქმედება

წინამდებარე დებულება არეგულირებს შპს უმაღლესი სასწავლებელი  „განათლების აკადემიის“ (შემდგომში  – სასწავლებელი)  ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის (შემდგომში – ფაკულტეტი) საქმიანობას, მისი მუშაობის რეჟიმს, შრომის ანაზღაურებას, შიდა და გარე კავშირებს და ა.შ.

1.2. გადაწყვეტილებას  ფაკულტეტის  შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს სასწავლებლის რექტორი.

1.3. ფაკულტეტის მიზნები:

  • თავისი კომპეტენციების ფარგლებში უზრუნველყოს მის შემადგენლობაში შემავალ სპეციალობაზე/სპეციალობებზესწავლების ძირითად დარგებზე სასწავლო და მეთოდოლოგიური საქმიანობისათვის საუკეთესო პირობების შექმნა როგორც სტუდენტებისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პროფესორ/მასწავლებლებისათვის;
  • სამართლისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის შექმნის მიზანია, სასწავლო პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პროფესიონალი კადრის მომზადება სამართლისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე შემავალ სპეციალობებზე;
  • აღნიშნულ სფეროში სასწავლო და საკონსულტაციო-საექსპერტო საქმიანობის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
  • სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის განვითარება;
  • ფაკულტეტი ვალდებულებას იღებს, ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით, შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლებისა და სწავლისათვის, უზრუნველყოს სტუდენტის აკადემიური თავისუფლება და თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლების მიღების შესაძლებლობა.
  • საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი ხარისხი და მიეცემა ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომი.

1.4 ფაკულტეტის ამოცანებია

  • შექმნას სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო მათთან აქტიური თანამშრომლობითა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის გზით;
  • მართოს ფაკულტეტზესასწავლო პროცესი, უზრუნველყოს მისი შეუფერხებლად წარმართვა;
  • იზრუნოს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე და ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეიმუშავოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები;
  • საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობით, შესთავაზოს მას ფაკულტეტის შიგნით გაუქმებული საგანმანათლებლო პროგრამასთან რელევანტურ პროგრამაზე და/ან პროგრამებზე გადასვლა ან უზრუნველყოს პროგრამის მილევად რეჟიმში სწავლებას, წინამდებარე დებულების დადგენილი წესების თანახმად;
  • საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების განხორციელების შემდეგ უზრუნველყოს სასწავლო დისციპლინათა შესაბამისობის დადგენას არსებულ და განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სტუდენტისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა;
  • უზრუნველყოს საჭირო ადამიანური რესურსის მოზიდვა მომავალი სასწავლო სემესტრის სასწავლო პროცესის შუეფერხებლად წარმართვისათვის;
  • სემესტრული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოამზადოს აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის საბოლოო ვერსია და გადასცეს რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;
  • უზრუნველყოს სასწავლო დისციპლინების სილაბუსების შეგროვება, შემოწმება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის შემდგომი რეაგირებისათვის გადაცემა;
  • უზრუნველყოს სტუდენტთა მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დროული მოძიება და გადაცემა.

თავი II. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვა

2.1. ფაკულტეტისმართვა;

  • ფაკულტეტი წარმოადგენს სასწავლებლის სასწავლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლოპროგრამებს მის დაქვემდებარებაში შემავალ მიმართულებებზე, უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას აღნიშნული მიმართულებებით.
  • ფაკულტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტის დეკანატი,აკადემიური მიმართულების -პროგრამის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის მენეჯერი;
  • ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან  არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს დეკანი და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს. საფაკულტეტო მნიშვნელობის  ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით;
  • ფაკულტეტი მის მიერ მოზიდული ფინანსური რესურსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან/დირექტორთან და რექტორთან შეთანხმებით;

2.2. ფაკულტეტის დეკანი: 

  • ფაკულტეტის სასწავლო საქმიანობას ხელმძღვანელობს დეკანი;
  • ფაკულტეტის დეკანს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის რექტორი;
  • უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო საქმიანობის ეფექტიან  მიმდინარეობას;
  • სასწავლებლის რექტორს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმასა და სასწავლო/საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურას, დებულებას და წარუდგენს და სასწავლებლის  რექტორს  დასამტკიცებლად;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია, ფაკულტეტის სხვა თანამშრომლების საქმიანობაზე;
  • შეიმუშავებს ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზაციის გეგმას და განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
  • პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, განსაზღვრავს ფაკულტეტზე საათობრივი ანაზღაურებით ლექციების წასაკითხად მოსაწვევ პროფესორთა და მასწავლებელთა რაოდენობას და წარადგენს რექტორთან დასამტკიცებლად;
  • შეადგინოს მომავალი სასწავლო სემესტრისათვის სარეგისტრაციო სასწავლო დისციპლინების ჩამონათვალი და გადასცეს შესაბამის სტურქტურულ ერთეულს;
  • სემესტრული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეადგინოს აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის ბადე საათების რაოდენობისა და დღეების მითითებით და წარუდგენოს რექტორს დასამტკიცებლად;
  • უზრუნველყოს სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლებისაგან სასწავლო დისციპლინების სილაბუსების გამოთხოვა და კოორდინაცია გაუწიოს მათი შემოწმება-შეფასებისა და შესწორების პროცეს.
  • დეკანი ვალდებულია უზრუნველყოს სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადებში სილაბუსების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში განსახილველად წარდგენა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე სილაბუსებში შესწორებების შეტანა და სასწავლო სემესტრის დაწყებამდე რექტორთან დასამტკიცებლად წარდგენა.
  • საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის შემდგომი გაგრძელების უზრუნველყოფის მიზნით წინამდებარე დებულების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და სასწავლებლის სამართლებრივიაქტების საფუძველზე.
  • საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის ძველ და ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის შესაბამისობის დადგენა და საჭიროებისამებრ მათ ინდივიდუელურ სასწავლო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და სასწავლებლის სამართლებრივიაქტების შესაბამისად.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია, რექტორის ადმინისტრაციული აქტების შესრულებაზე;
  • ფაკულტეტის დეკანს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ მას არ სურს, არ შეუძლია ან არ აქვს უფლება შეასრულოს მოვალეობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
  • დეკანი ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2.3.  ფაკულტეტის დეკანისა და პროგრამის ხელმძღვანელის ფუნქციებია:

  • სწავლების ახალი პროგრამების შემუშავება და პროგრამის დამტკიცებაში მონაწილეობა;
  • ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირება;
  • ECTS სწორიგამოყენებისუზრუნველყოფა;
  • ხარისხისუზრუნველყოფისსფეროში, პედაგოგიურიკორპუსისდასტუდენტებისმაქსიმალურიჩართვა;
  • აკადემიურიპერსონალისკვალიფიკაციისამაღლებისუზრუნველყოფა, სწავლებისახალიმეთოდებისშეთავაზება;
  • ხარისხისუზრუნველყოფისსამსახურისმიერშემუშავებულისტუდენტთაშეფასებისძირითადიმეთოდებისმოდიფიცირებაფაკულტეტებისსპეციფიკიდანგამომდინარედაშეფასებისსწორიგამოყენებისმონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესისშეფასებისკრიტერიუმებისმოდიფიცირებაფაკულტეტისსპეციფიკიდანგამომდინარე;
  • ფაკულტეტებზეთვითშეფასებისპროცესისგანხორციელება;
  • პროგრამის ხელმძღვანელი:
  • სამართლისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის აკადემიურ მიმართულებას წარმართავს  პროგრამის ხელმძღვანელი;
  • პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია, თემატიკის მიხედვით სასწავლო პროგრამების შინაარსზე;
  • პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია, ფაკულტეტზე ლექციების წასაკითხად მოსაწვევ სპეციალისტთა შერჩევაზე ფაკულტეტის დეკანთან ერთად;
  • პროგრამის ხელმძღვანელს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევაში:
  • თუ პროგრამის ხელმძღვანელს არ სურს, არ შეუძლია ან არ აქვს უფლება შეასრულოს მოვალეობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
  • პროგრამის ხელმძღვანელის დანიშვნის/უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რექტორი.

2.4 ფაკულტეტის მენეჯერი

  • ფაკულტეტის მენეჯერი სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან კოორდინირებით ფაკულტეტზე უზრუნველყოფს სტუდენთან დაკავშირებული პირადი საქმის წარმოებას;
  • უზრუნველყოფს ფაკულტეტის სტუდენტებთან დამხმარე/ საკოორდინაციო მუშაობას;
  • სტუდენტების სურვილის თანახმად ეხმარება მათ სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმასა და საჭირო დოკუმენტაციის/საბუთის მიღებაში;
  • ფაკულტეტის სტუდენტებს აცნობს სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული/აკადემიური ვადების შესახებ ინფორმაციას;
  • უზრუნველყოფს სტუდენტების სპორტულ, გამაჯანსაღებელ, შემოქმედები, ინტელექტუალურ ღონისძიებებში შეჯიბრებებში და სხვა აქტივობებში აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას;
  • მენეჯერი ეხმარება სტუდენტებს თავისი პროფილის განსაძღვრაში, სასწავლო პროცესის დაგგემვაში და აწვდის სტუდენტს აუცილებელ ინფორმაციას მიხწევების გასაუმჯობესებლად. უწევს კონსულტირებას საწავლო პროცესთან დაკავშირებით;
  • ფაკულტეტის მენეჯერის დანიშვნის/უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რექტორი.

თავი III. ფაკულტეტის პერსონალი

 3.1. ფაკულტეტის პერსონალის შემადგენლობა:

  • ფაკულტეტის პერსონალი შედგება:აკადემიური, ადმინისტრაციული და მოწვეული პროფესორ/მასწავლებლებისაგან;
  • ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობებია: პროფესორი;ასოცირებულიპროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი
  • ფაკულტეტზე ადმინისტრაციული თანამდებობებია: დეკანი, მიმართულების ხელმძღვანელი და მენეჯერი.

თავი IV. დაფინანსების წყაროები

 4.1.ფაკულტეტის დაფინანასება:

  • ფაკულტეტის დაფინანსების ძირითადი წყაროა – სასწავლებლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები;
  • კანონით გათვალისწინებული ფაკულტეტის მიერ მოზიდული სახსრები, შემოწირულობების, გრანტების სახით. 

  4.2. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება

  • ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები ინიშნება რექტორის მიერ სასწავლებლის ადმინისტრაციის დირექტორთან შეთანხმებით,შესაბამისი განაკვეთების მიხედვით, პერსონალთან დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე;

თავი Vგარდამავალი დებულებები

მოცემულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასწავლებლის რექტორის ბრძანებით;

თავი VI. დასკვნითი დებულებები

ფაკულტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება ხდება რექტორის გადაწყვეტილებით.