სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადიდებულებანი
1.შპს უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ (შემდგომში – სასწავლებელი) სასწავლო პროცესის მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სასწავლებლის სტრუქტურულ ერთეულს.
2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და სასწავლებლის მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე;
3.სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მართვას
მუხლი 2. საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1.სამსახურის მიზანია სასწავლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისა და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესისათვის ხელშეწყობა.
2. აღნიშნული მიზნების მისაღწევად სამსახური ახორციელებს შემდეგ ამოცანებს:
ა) აწარმოებს სასწავლებლის სტუდენტების პირად საქმეებს, სტუდენტების რეგისტრაციას, დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმითა და წესების საფუძველზე და ასევე ახორციელებს სტუდენტთა როგორც შიდა, ასევე გარე მობილობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს,

ბ) უზრუნველყოფს სტუდენტთა პორტალის წარმოებას და ინფორმაციების სისტემატიურად განახლებას;

გ) უზრუნველყოფს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი სტუდენტის პირადი საქმის შესწავლას, მისი ჩარიცხვის შესაძლებლობის ანალიზს, გადასცემს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ინფორმაციას მობილობის მსურველი სტუდენტის შესახებ მის მიერ გავლილი საგანმანთლებლო პროგრამის სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა/შეუსაბამობის დასადგენად;

დ) უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ არჩეული საგნების თაობაზე შედგენილი განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას და შენახვის წესების დაცვას;

ე) უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვისათვის ხელშეწყობას;
ვ)უზრუნველყოფს დიპლომის/დიპლომების დუბლიკატების და სერტიფიკატების გაცემის უზრუნველყოფა;
ზ) საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
თ)უცხოეთისა და საქართველოს სხვა კოლეჯებთან/უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ერთობლივი საბაკალავრო პროგრამების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ი) სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) ღია კარის დღის ორგანიზება;
ლ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციების დამუშავება;
მ) სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ნ) ყველა დონისა და დანიშნულების გამოცდის მეთოდური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
2. სამსახურის შემადგენლობაში შედიან: სამსახურის უფროსი და სამსახურის კოორდინატორი;
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის მუშაობას;
ბ)განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტებს და პასუხისმგებელია მათ განხორციელებაზე;
გ) ხელმძღვანელობს კოორდინატორის სამუშაო პროცესს და აძლევს მას მითითებებსა და დავალებებს; ახდენს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგზე კონტროლს
დ) ხელს უწყობს საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით საბაკალვრო სასწავლო პროგრამების დანერგვასა და ამოქმედებას
ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესამუშავებელი დოკუმენტების შედგენასა და ექსპერტიზაში; ახორციელებს დიპლომის/დიპლომების დუბლიკატების და სერთიფიკატების გაცემაზე კონტროლს; აკონტროლებს სასწავლებლის პერსონალის და სტუდენტების მონაცემებთა ბაზას და პასუხისმგებელია ამ ბაზის განახლებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სტრუქტურებთან;
ზ) იხილავს სამსახურის მიერ შესრულებულ დოკუმენტაციას და გადაწყვეტილების მოსაღებად წარუდგენს სასწავლებლის რექტორს ან დირექტორს;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) ასრულებს სასწავლებლის რექტორის და დირექტორის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე;
4. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი:
ა)ახდენს სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ)ახორციელებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს და შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების დასაფიქსირებლად ადგენს შესაბამისოქმს; მონიტორინგის განხორციელებისას მოპოვებულ მასალებს წარუდგენს სამსახურისუფროსსშ ემდგომი რეაგირების მიზნით;
გ) უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა ადმინისტრაციულ რეგისტრაციას და სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (რეესტრი) მათ დაფიქსირებას;
დ) აწარმოებს სასწავლებლის სტუდენტების მონაცემთა ბაზას და პასუხისმგებელია ამ ბაზის განახლებაზე სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში; უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (რეესტრი) სტუდენტთა სტატუსის შეჩერება-აღდგენის კონტროლს;
ე) უზრუნველყოფს სტუდენტთა პირადი ბარათების წარმოებას; მათი აკადემიური მოსწრების კონტროლს (აგროვებს თუ არა სტუდენტი სემესტრულად აუცილებელ კრედიტებს);
ვ) ახორციელებს მონიტორინგს სტუდენტთა შუალედური და დასკვნითი/განმეორებითი გამოცდების შედეგების აღრიცხვაზე;
ზ) ახდენს აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარებული ან გაცდენილი ლექცია-სემინარების აღრიცხვის წარმოებას;
თ) ამზადებს სემესტრულა ნგარიშებს საგნობრივ დავალიანებებზე (ამზადებს იმ საგანთანუსხას, რომლის ხელმეორედ გავლა სავალდებულოა სასწავლებლის სტუდენტისთვის და ა. შ.);
ი) ახდენს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის მიწოდებას ვებ.გვერდისათვის;
კ) მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში;
ლ) ასრულებს რექტორის, დირექტორის და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
მ)სამსახურის კოორდინატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი;

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები
მოცემულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;