ფინანსები და ბუღალტერიის სამსახური

თავი I. ზოგადიდებულებანი
1.1. უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ (შემდგომშისასწავლებელი)წინამდებარედებულებაარეგულირებსსასწავლებლისფინანსებისა და ბუღალტერიის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საქმიანობას;
1.2. სამსახურითავისსაქმიანობაშიხელმძღვანელობსსაქართველოსკანონებით, კანონქვემდებარენორმატიულიაქტებით, ბუღალტრულიაღრიცხვა-ანგარიშგებისსაერთაშორისოსტანდარტებითსასწავლებლის წესდებითდაწინამდებარედებულებით;
1.3. სამსახურითავისიკომპეტენციისფარგლებშიანგარიშვალდებულია სასწავლებლისრექტორისადაადმინისტრაციისხელმძღვანელისწინაშე, ასრულებსკანონმდებლობითგათვალისწინებულ, აგრეთვე, რექტორისადაადმინისტრაციისხელმძღვანელისმიერდაკისრებულმოვალეობებს;

თავი II. სამსახურისსაქმიანობისსფერო, ძირითადიამოცანებიდაფუნქციები
2.1.სამსახურისსაქმიანობისსფეროა: საფინანსო-სამეურნეოოპერაციებისაღრიცხვა; აქტივებისდაპასივებისფორმირება; ფულისნაკადებს მოძრაობა; კაპიტალიდავალდებულებები; ფინანსურიანგარიშგება (დასხვა);

2.2. სამსახურისძირითადი ამოცანებია:
• სასწავლებლის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეუქმნას მუშაობის ნორმალური პირობები;
• უზრუნველყოს სასწავლებლის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენა;
• განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გაცემის აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით;
• დაიცვას საბიუჯეტო-საგადასახადო რეჟიმი;
• არ დაუშვას ქონების განკარგვაში დანაშაულებრივი ქმედებები;
• არ დაუშვას ანგარიშების დაყადაღება, დაბლოკვა და ა.შ.
• საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატაროს ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციები;
2.3. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
• ფინანსური აღრიცხვის წარმოება;
• ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
• წლიური ბიუჯეტის შედგენა, მისი შესრულების კონტროლი;
• ფასწარმოქმნის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი პერიოდისათვის;
• ფინანსური ინფორმაციის დამუშავება და რეპორტის გამზადება;
• გავლილი პერიოდის ფინანსური ანალიზის მომზადება;
• ხარჯების სტრუქტურირება და კონტროლი;
• საბანკო ოპერაციების, ხელფასების დარიცხვისა და გადასახადების გადარიცხვის განხორციელება;
• ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით;

თავიIII. სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
3.1. ფინანსებისა და ბუღალტერიის სამსახურიწარმოადგენსსასწავლებლისმმართველობითიაპარატისერთ-ერთსტრუქტურულრგოლს;
3.2. ფინანსებისა და ბუღალტერის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი;
3.3. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით რექტორი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა) მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
3.4. სამსახურის უფროსი:
• პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებზე დაყრდნობით ახორციელებს სტატისტიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
• ხსნის ანგარიშებს და არეგულირებს ბანკთან (ბანკებთან) ურთიერთობებს;
• იხილავს და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებსსასწავლებლის ადმინისტრაციული აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების ვიზირებას;
• უზრუნველყოფს, სამსახურის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
• დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპოდენციას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს ინფორმაციული ხასიათის წერილებს საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენენ ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის საქმიანობის საგანს;
• ადგენს ფინანსურ ანგარიშგებას (ბალანსი, მოგება, ზარალის ანგარიში და სხვა) და წარადგენს შესაბამის უწყებაში;
• ახორციელებს ამ დებულებით სასწავლებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს;

თავიIV. გარდამავალი დებულებები
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თავიV. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;