ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფი სსამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები
1.1. უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ (შემდგომში – სასწავლებელი) წინამდებარე დებულება არეგულირებს სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) საქმიანობას;
1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სასწავლებლის დებულებით და წინამდებარე დებულებით;
1.3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია, რექტორის წინაშე;
დ) სამსახურის დებულებას ამტკიცებს სასწავლებლის რექტორი.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1.სამსახურის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;
ბ) სასწავლო საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება სასწავლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
გ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის შეფასების პროცესის
ორგანიზება;
დ) სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის
ხელშეწყობა;
ე) საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო
სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2.სამსახურის ფუნქციებია:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლების შეფასების წესის შემუშავება;
ბ) თანამშრომლობა პარტნიორი და სხვადასხვა კოლეჯების/უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;

გ) მონაწილეობას სწავლო პროცესთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული სასწავლებლის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების პროცესში;
დ) საგანმანათლებლო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება;
ე) საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატური ტექნიკური მონიტორინგის ორგანიზება შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე;
ვ) საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული აკადემიური ექსპერტიზის ორგანიზება ექსპერტებთან თანამშრომლობით;
ზ) რეკომენდაციების წარდგენა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის მიზნით;
თ) საგანმანათლებლო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური
ექსპერტიზის გარეშე ფასების განმახორციელებელი უფლებამოსილი დაწესებულების შესაბამისი რეკომენდაციების შედეგად, ფაკულტეტებისა და რექტორისათვის რეკომენდაციების წარდგენა საგანამანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე;
ი) სტუდენტების გამოკითხვის კითხვარების შემუშავების ორგანიზება და გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება არსებული პრობლემების მოგვარებისმიზნით;
კ) სტუდენტების კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებული წერილობითი
მომართვების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ფაკულტეტების
ადმინისტრაციის მიმართ;
ლ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის
დადგენის პროცესის ორგანიზება;
მ) მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის სტანდარტებთან და რეკომენდაციების წარმოდგენა რექტორისათვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;
ნ) ავტორიზაციისთვით შეფასების კითხვარის და ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვით შეფასების წლიური ანგარიშებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება;
ო) დებულებით რექტორის სამართლებრივი აქტებით დადგენილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1.სამსახურიარის სასწავლებლის სტრუქრურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2.სამსახურის უფროს სნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
3.სამსახურისათვის განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი, სამსახურის მენეჯერი.

4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას სასწავლებლის წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად;
ბ) გამოთქვამს თანხმობას სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატურის მიმართ;
გ)წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა
და ამოცანების შესრულებაზე;
დ) ხელმძღვანელობს სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების
შემუშავებასა და მათ შესრულებას;
ე) უფლება მოსილია მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტების შერჩევის პროცესში;
ვ) წარმოადგენს სასწავლებელს, რექტორთან შეთანხმებით, მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ზ) ახორციელებს სასწავლებლის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თ)რექტორის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება მოვალეობებს.
ი)სამსახურს შეიძლება ჰყავდეს სამსახურის წევრი, რომელიც საქმიანობას
ახორციელებს ანაზღაურების გარეშე, სასწავლებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

5. სამსახურის მენეჯერი
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას სასწავლებლის წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად;
ბ) ეხმარება სამსახურის უფროსს სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) სამსახურის უფროსის ხელმძღვანელობით ახორციელებს ავტორიზაციისთვით შეფასების კითხვარის,ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვით შეფასების წლიური ანგარიშებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
დ) სამსახურის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის რექტორი.

მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა დ ადამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.