ქართული ენის ინსტიტუტი

 ქართული   ენის    ინსტიტუტის   დებულება

  • დებულების მოქმედება

წინამდებარე დებულება არეგულირებს შპს უმაღლესი სასწავლებელი  „განათლების აკადემიის“ (შემდგომში  – სასწავლებელი)  ქართული   ენის    ინსტიტუტის   (შემდგომში – ინსტიტუტი) საქმიანობას, მისი მუშაობის რეჟიმს, შრომის ანაზღაურებას, შიდა და გარე კავშირებს და ა.შ.

1.2. გადაწყვეტილებას  ფაკულტეტის/ქართული ენის ინსტიტუტის/სხვა ადმინისტრაციული ერთეულის  შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს სასწავლებლის რექტორი.

 

1.3. ინსტიტუტის   მიზნები:

  • თავისი კომპეტენციების ფარგლებში უზრუნველყოს მის შემადგენლობაში შემავალ სპეციალობაზე/სპეციალობებზე სწავლების ძირითად დარგებზე სასწავლო და მეთოდოლოგიური საქმიანობისათვის საუკეთესო პირობების შექმნა როგორც სტუდენტებისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პროფესორ/მასწავლებლებისათვის;
  • ინსტიტუტის მიზანია, სასწავლო პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პროფესიონალი კადრის მომზადება ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად;
  • აღნიშნულ სფეროში სასწავლო და საკონსულტაციო-საექსპერტო საქმიანობის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
  • სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის განვითარება;
  • ინსტიტუტი ვალდებულებას იღებს, ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით, შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლებისა და სწავლისათვის, უზრუნველყოს სტუდენტის აკადემიური თავისუფლება და თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლების მიღების შესაძლებლობა.
  • საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება სერტიფიკატი;

1.4 ინსტიტუტის  ამოცანებია

  • შექმნას სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო მათთან აქტიური თანამშრომლობითა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის გზით;
  • მართოს სასწავლო პროცესი, უზრუნველყოს მისი შეუფერხებლად წარმართვა;
  • იზრუნოს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განვითარებაზე და ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეიმუშავოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები;
  • საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების განხორციელების შემდეგ უზრუნველყოს სასწავლო დისციპლინათა შესაბამისობის დადგენას არსებულ და განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სტუდენტისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა;
  • უზრუნველყოს საჭირო ადამიანური რესურსის მოზიდვა მომავალი სასწავლო სემესტრის სასწავლო პროცესის შუეფერხებლად წარმართვისათვის;
  • სემესტრული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოამზადოს აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის საბოლოო ვერსია და გადასცეს რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;
  • უზრუნველყოს სასწავლო დისციპლინების სილაბუსების შეგროვება, შემოწმება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის შემდგომი რეაგირებისათვის გადაცემა;
  • უზრუნველყოს სტუდენტთა მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დროული მოძიება და გადაცემა.

 

თავი II. ინსტიტუტის სტრუქტურა და მართვა

 

2.1. ინსტიტუტის   მართვა;

  • ინსტიტუტი წარმოადგენს სასწავლებლის სასწავლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამას  უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას აღნიშნული მიმართულებებით.
  • ინსტიტუტი ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ინსტიტუტის დეკანატი, აკადემიური მიმართულების -პროგრამის ხელმძღვანელი და  ინსტიტუტის  მენეჯერი;
  • ინსტიტუტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან  არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს დეკანი და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს.
  • ინსტიტუტი მის მიერ მოზიდული ფინანსური რესურსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან/დირექტორთან და რექტორთან შეთანხმებით;

 

2.2. ინსტიტუტის   დეკანი: 

  • ინსტიტუტის სასწავლო საქმიანობას ხელმძღვანელობს დეკანი;
  • ინსტიტუტის დეკანს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის რექტორი;
  • უზრუნველყოფს ინსტიტუტის  სასწავლო საქმიანობის ეფექტიან  მიმდინარეობას;
  • სასწავლებლის რექტორს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიულ გეგმასა და სასწავლო/საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურას, დებულებას და წარუდგენს და სასწავლებლის  რექტორს  დასამტკიცებლად;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია, ინსტიტუტის სხვა თანამშრომლების საქმიანობაზე;
  • შეიმუშავებს ინსტიტუტის სასწავლო პროცესის ორგანიზაციის გეგმას და განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
  • პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, განსაზღვრავს ინსტიტუტის საათობრივი ანაზღაურებით ლექციების წასაკითხად მოსაწვევ პროფესორთა და მასწავლებელთა რაოდენობას და წარადგენს რექტორთან დასამტკიცებლად;
  • შეადგინოს მომავალი სასწავლო სემესტრისათვის სარეგისტრაციო სასწავლო დისციპლინების ჩამონათვალი და გადასცეს შესაბამის სტურქტურულ ერთეულს;
  • სემესტრული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეადგინოს აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის ბადე საათების რაოდენობისა და დღეების მითითებით და წარუდგენოს რექტორს დასამტკიცებლად;
  • უზრუნველყოს სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლებისაგან სასწავლო დისციპლინების სილაბუსების გამოთხოვა და კოორდინაცია გაუწიოს მათი შემოწმება-შეფასებისა და შესწორების პროცეს.
  • დეკანი ვალდებულია უზრუნველყოს სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადებში სილაბუსების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში განსახილველად წარდგენა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე სილაბუსებში შესწორებების შეტანა და სასწავლო სემესტრის დაწყებამდე რექტორთან დასამტკიცებლად წარდგენა.
  • საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის ძველ და ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის შესაბამისობის დადგენა და საჭიროებისამებრ მათ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და სასწავლებლის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია, რექტორის ადმინისტრაციული აქტების შესრულებაზე;
  • დეკანს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ მას არ სურს, არ შეუძლია ან არ აქვს უფლება შეასრულოს მოვალეობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
  • ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

 

 

2.3.  დეკანისა   და   პროგრამის   ხელმძღვანელის   ფუნქციებია:

  • სწავლების ახალი პროგრამების შემუშავება და პროგრამის დამტკიცებაში მონაწილეობა;
  • სპეციფიკიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირება;
  • ECTS სწორი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში, პედაგოგიური კორპუსის და სტუდენტების მაქსიმალური ჩართვა;
  • აკადემიური პერსონალის  კვალიფიკაციის  ამაღლების  უზრუნველყოფა, სწავლების ახალი   მეთოდების  შეთავაზება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული სტუდენტთა შეფასების ძირითადი მეთოდების მოდიფიცირება ფაკულტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე და შეფასების სწორი გამოყენების   მონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესის შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირება;
  • თვითშეფასების პროცესისგანხორციელება;

 

  • პროგრამის ხელმძღვანელი:
  • აკადემიურ მიმართულებას წარმართავს  პროგრამის ხელმძღვანელი;
  • პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია, თემატიკის მიხედვით სასწავლო პროგრამების შინაარსზე;
  • პროგრამის ხელმძღვანელი დეკანთან ერთად, პასუხისმგებელია ლექციების წასაკითხად მოსაწვევ სპეციალისტთა შერჩევაზე;
  • პროგრამის ხელმძღვანელს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევაში:
  • თუ პროგრამის ხელმძღვანელს არ სურს, არ შეუძლია ან არ აქვს უფლება შეასრულოს მოვალეობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
  • პროგრამის ხელმძღვანელის დანიშვნის/უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რექტორი.

 

2.4  მენეჯერი

  • მენეჯერი სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან კოორდინირებით უზრუნველყოფს სტუდენთან დაკავშირებული პირადი საქმის წარმოებას;
  • უზრუნველყოფს სტუდენტებთან დამხმარე/ საკოორდინაციო მუშაობას;
  • სტუდენტების სურვილის თანახმად ეხმარება მათ სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმასა და საჭირო დოკუმენტაციის/საბუთის მიღებაში;
  • სტუდენტებს აცნობს სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული/აკადემიური ვადების შესახებ ინფორმაციას;
  • უზრუნველყოფს სტუდენტების სპორტულ, გამაჯანსაღებელ, შემოქმედები, ინტელექტუალურ ღონისძიებებში შეჯიბრებებში და სხვა აქტივობებში აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას;
  • მენეჯერი ეხმარება სტუდენტებს თავისი პროფილის განსაზღვრაში, სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და აწვდის სტუდენტს აუცილებელ ინფორმაციას  მიღწევების გასაუმჯობესებლად,   უწევს კონსუტირებას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
  • მენეჯერის დანიშვნის/უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რექტორი.

 

თავი III. ინსტიტუტის  პერსონალი

 3.1. ინსტიტუტის  პერსონალის შემადგენლობა:

  • პერსონალი შედგება: აკადემიური, ადმინისტრაციული და მოწვეული პროფესორ/მასწავლებლებისაგან;
  • აკადემიური თანამდებობებია: პროფესორი; ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი;
  • ადმინისტრაციული თანამდებობებია: დეკანი, მიმართულების ხელმძღვანელი და მენეჯერი.

 

 

 

თავი IV. დაფინანსების წყაროები

 4.1. დაფინანასება:

  • დაფინანსების ძირითადი წყაროა – სასწავლებლის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი  თანხები;
  • კანონით გათვალისწინებული ინსტიტუტის მიერ მოზიდული სახსრები, შემოწირულობების, გრანტების სახით.

  4.2. თანამშრომელთა   შრომის   ანაზღაურება

  • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები ინიშნება რექტორის მიერ სასწავლებლის ადმინისტრაციის დირექტორთან შეთანხმებით, შესაბამისი განაკვეთების მიხედვით, პერსონალთან დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე;

 

თავი Vგარდამავალი დებულებები

მოცემულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასწავლებლის რექტორის ბრძანებით;

 

თავი VI. დასკვნითი დებულებები

სასწავლებლის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება ხდება რექტორის გადაწყვეტილებით.