კამპუსი

 

f1_17უმაღლესი სასწავლებელი “განათლების აკადემია” განთავსებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №35.

უმაღლესი სასწავლებელი “განათლების აკადემია” არის იზოლირებული კამპუსის მქონე უმაღლესი სასწავლებელი, რომლის მთავარი კორპუსის საერთო ფართი წარმოადგენს 2 300 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ბოლო რეკონსტრუქციული განახლება განხორციელდა 2010 წლის ზაფხულში, რის შედეგადაც იგი შეესაბამება თანამედროვე ევრო-სტანდარტების მოთხოვნებს.

შენობა აღჭურვილია, როგორც უსაფრთხოების, ასევე თანამედროვე დაკვირვების სისტემით. გარე პერიმეტერს იცავს სპეციალური დაცვის სამსახური.

შენობა შედგება 3 სართულისაგან, სადაც განთავსებულია 21 სასწავლო აუდიტორია. თითოეული მათგანი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, უახლესი პროექტორებითა და კომპიუტერებით.

უმაღლეს სასწავლებელში ცალკე გამოყოფილია 4 კომპიუტერული აუდიტორია. ერთ-ერთი მათგანი განკუთვნილია ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და სპეციალიზებულ სასწავლო ლაბორატორიას წარმოადგენს. უმაღლეს სასწავლებელში ცალკე არსებობს ინტერნეტ კომპიუტერული კლასი, რომელიც თითოეული სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

უმაღლეს სასწავლებელში სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი და ფარმაკო ლაბორატორია. არსებობს ანატომიის კათედრა, რომელიც მდიდარია სხვადასხვა თვალსაჩინოებებითა და ვიზუალური მასალებით. აქვე განთავსებულია პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, სადაც სტუდენტებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი ემსახურება.

უმაღლესი სასწავლებელის მთავარი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ხოლო მესამე სართულზე საკონფერენციო დარბაზი. თითოეულ სტრუქტურულ ერთეულს გააჩნია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო ოთახი.

სტუდენტებისათვის უახლესი ინფორმაციის, სხვადასხვა მასალების ოპერატიული მიწოდების მიზნით შენობის ყოველ სართულზე განთვასებულია ფართო ეკრანიანი ტელევიზორი.

კამპუსის ტერიტორიაზე არსებობს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი.