ჩვენ შესახებ

განათლების აკადემია

უმაღლესი სასწავლებელი “განათლების აკადემია” წარმოადგენს სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ერთიან კავშირს, რომელთა მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობით ხდება პროფესიული და აკადემიური სწავლების, სამეცნიერო კვლევების მაღალი დონეების მიღწევა. იგი პირუთვნელად ატარებს ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მისი მიზანია ევროპული დონის უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბება.

უმაღლესი სასწავლებელი “განათლების აკადემია” განთავსებულია კეთილმოწყობილ 3 სართულიან შენობაში. მეცადინეობები ტარდება თანამედროვე კომპიუტერებითა და პროექტორებით აღჭურვილ აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში. სტუდენტებისთვის გამოყოფილია უახლოესი კომპიუტერებით აღჭურვილი ლაბორატორიები. ფუნქციონირებს 24 საათიანი ინტერნეტი, რომელშიც ჩართულია 300-მდე კომპიუტერი და რომლითაც სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს.

უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკაში განთავსებულია თანამედროვე როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ლიტერატურა. სტუდენტებისათვის უახლოესი ინფორმაციის, სხვადასხვა მასალების ოპერატიული მიწოდების მიზნით შენობის თითოეულ სართულზე განთავსებულია ფართო ეკრანიანი ტელევიზორები.

უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია საკუთარი საიტი, სადაც ვებ-გვერდებზე განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლის შესახებ. ვებ-გვერდის საშუალებით ხდება სტუდენტების აკადემიური რეგისტრაცია, ინფორმაციის მიღება, როგორც სასწავლო დისციპლინების, ასევე აკადემიური მოსწრების შესახებ.

სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სტომატოლოგიური, ფარმაცევტული და ანატომიის კაბინეტები. უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია სპორტული მოედანი. ფუნქციონირებს კაფეტერია. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 24 საათიანი ადამიანური და ვიდეო დაცვის სისტემა.